"იბერია სტარი" მოსკოვის "დინამოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
26 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში უეფას ფუტსალის ოთხთა ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" რუსეთის საუკეთესო გუნდს მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდა.

სამწუხაროდ, ქართული გუნდი ანგარიშით 2:5 დამარცხდა და ფინალში გზა "დინამოს" დაუთმო, თავად კი 28 აპრილს მესამე ადგილისთვის იბძოლებს.

იბერია სტარი-დინამო 2:5 (0:2)
გოლები: 0:1, 0:3 პულა (11, 22) ,  0:2, 1:4 დიეგინიო (12, 33), 1:3  აუგუსტო (27), 1:5 ფუკინი (33), 2:5 ფაბინიო (39)
არბიტრი: ედუარდუ ფენანდეშ კოელიუ

იბერია სტარი: (მ) სელიო, ლუსიო, პელიჩი, ფაბინიო, აუგუსტო (მ. აკოპოვი, ძაბირაძე,
ფუსტე, ალტუნაშვილი, რაფა, რიბერიო, კუმანო)
მწვრთნელი: ალექსანდრ სარქისიანი

დინამო: (მ) პოპოვი, რომულო, ნანდო, პულა, ფუკინი (მ. გარაგულია, კობზარი, ტატუ, სერგეევი, სირილო, დიეგინიო, სუჩილინი)
მწვრთნელი: ფაუსტინო პერესი
მკითხველის კომენტარები / 2 /
უჟილკო არმენია სტარი სამარცხვინოდ დამარცხდა. რაში ვყრით ამ ფულებს? თუ ნორმალური ფეხბურთელები ვერ ჩამოგვყავს,ქართველები ვათამაშოთ. ესენი რა შეშინებულები თამაშობდნენ, მოკლეთ, რუსებთან კიდევ ერთხელ ჩავისვარეთ. ეხლა დაიწყება გულისამრევი თავის მართლება. ეს სომეხი "ტრენერი" სად გააძრეს, გუნდს სულ ზადნით ათამაშებდა
babu52
00:18 27-04-2013
0
სპორტი თანდათან კვდება და გლადიატორობაში გადადის! იყიდე, გაყიდე! ფული გააკეთე და დანარჩენს ნუ უყურებ, დანარჩენი ფეხებზე დაიკიდე! ასე ფიქრობენ დრევანდელი სპორტის მესვეურები!
shoda
00:39 27-04-2013
0

სიახლეები პოპულარული