"კაირატმა" "ბარსელონა" ფინალის მიღმა დატოვა

AutoSharing Option
26 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში უეფას ფუტსალის ოთხთა ფინალის მეორე შეხვედრა გაიმართა.

ესპანეთის საუკეთესო გუნდი "ბარსელონა" ყაზახეთის ჩემპიონ "კაირატს" შეხვდა.

სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივარმა საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა. "ბარსელონა" ორჯერ აგებდა ანგარიშში, თუმცა შემდეგ დაწინაურება მოახერხა - 3:2. აღსანიშნავია კაირატელთა მოქმედებაც, რომლებმაც "ბარსელონას" მესამე გოლის შემდეგ სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდეს და გათანაბრება შეძლეს. ამის შემდეგ ყაზახურმა გუნდმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და ანგარიშიი 5:3 გახადა, "ბარსელონამ" კი საბოლოოდ მხოლოდ სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა შეძლო - 5:4.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონას" მეოთხე
გოლი ულამაზესი გამოდგა - ფერნანდაომ ჩამოწოდებული ბურთი "მაკრატელათი" გაიტანა და იგიტა უშანსოდ დატოვა.

ფინალში ერთმანეთს "კაირატი" და მოსკოვის "დინამო" დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ "იბერია სტარი" მოსკოვის "დინამოსთან" ანგარიშით 2:5 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის 28 აპრილს "ბარსელონასთან" იბრძოლებს.

კაირატი-ბარსელონა 5:4 (2:2)
გოლები: 1:0, 2:1, 5:3 ფუმასა (2, 7, 38), 1:1 ლინი (7), 2:2 ტორასი (15), 2:3 ვილდე (21), 3:3 ჟოანი (24), 4:3 ლეონი (35), 5:4 ფერნანდაო (39)
არბიტრი: ონჯეი ჩერნი

კაირატი: (მ) იგიტა, ლეო სანტანა, ფუმასა, ლეო, ჟოანი (მ.ჰალიავინი, სულეიმენოვი, ენრიკე ელგარტი, ეულერი, ჟამანკულოვი, ალეშანდრე მორაესი, ბეტაო)
მწვრთნელი: კაკაუ

ბარსელონა: (მ) პაკო სედანო, გაბრიელი, ფერნანდაო, ლოსანო, საადო (მ.კრისტიანი, აიკარდო, ტორასი, ტოლრა, ლინი, იგორი, ვილდე)
მწვრთნელი: მარკ კარმონა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული