"იბერია სტარის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე პირადი პრობლემების გამო ვერ მოვიდა. მის ნაცვლად კი, ჟურნალისტების შეკითხვებს გუნდის დირექტორმა - გიორგი დარჯანიამ უპასუხა.
"მესამე ადგილისთვის მატჩს თავისი სპეციფიკა აქვს და ცხადია, რომ გუნდებს ამაღლებული განწყობა არ ექნებათ. თუმცა, "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის უდიდესი პატივი და მოტივაციაა.
საერთოდ, ამ ტურნირზე ჩვენი გუნდი დიდ გამოცდილებას იძენს ასეთი უმაღლ
თუ მესამე ადგილზე გასვლას შევძლებთ, ეს ჩვენთვის დიდი წარმატება იქნება. აქვე, მინდა გუნდის სახელით ყველა გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის და ვთხოვო, რომ "ბარსელონასთან" თამაშზეც მოვიდნენ და გაგვამხნევონ" - განაცხადა დარჯანიამ.
ფინალისტი გუნდების მწვრთნელებმა კი, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
კაკაუ ("ქაირათი"): "თამაშისთვის მონდომებით ვემზადებით. ძალიან სერიოზული მეტოქე გვეყოლება. მთავარია, გუნდმა კარგად დაისვენოს. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომლისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ."
ფაუსტინო პერესი ("დინამო" მოსკოვი): "ფინალისთვის რამდენიმე ტაქტიკურ ვარიანტს განვიხილავთ. გუნდი მთელი სერიოზულობით ემზადება. ყველას ეგონა, რომ ფინალში "ბარსელონას" შევხვდებოდით, მაგრამ "ქაირათმა" კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსაზრება, რომ ფინალურ ეტაპზე სუსტი გუნდი არ არსებობს."
საღამოს 18 საათიდან კი, სპორტის სასახლეში მატჩისწინა ვარჯიშები დაიწყო. "ბარსელონამ", "დინამომ" და "იბერია სტარმა" ერთმანეთის მიყოლებით ივარჯიშეს.
ესპანელებმა ვარჯიში დახურეს და ჟურნალისტების შეშვებაზე ზრდილობიანი უარი განაცხადეს.
როგორც ჩანს, მარცხის შემდეგ, "ბარსა" მობილიზებასა და კონცენტრირებას ცდილობს.
28 აპრილს კი, თბილისის სპორტის სასახლე, უეფას ფუტსალის თასის ფინალს უმასპინძლებს.
საორგანიზაციო კომიტეტი დაჯილდოებისა და საზეიმო განწყობის შექმნისთვის საგანგებოდ ემზადება.
28 აპრილი
10:00 - "ქაირათის" დახურული ვარჯიში
18:00 - იბერია სტარი-ბარსელონა (მატჩი მესამე ადგილისთვის)
20:30 - დინამო-ქაირათი (ფინალი)
აქვე გეტყვით, რომ 26 აპრილს სპორტის სასახლეში უეფას ფუტსალის ოთხთა ფინალის მატჩებზე, დასწრების რეკორდი დამყარდა - 7200 მაყურებელი.
gff.ge