"იბერია სტარი" ეროვნულ ჩემპიონატს მოგებით დაუბრუნდა

AutoSharing Option
შაბათს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა: ოთხთა ფინალის შემდეგ "იბერია სტარი" ადგილობრივ სარბიელს დაუბრუნდა და "თელასი" გაანადგურა - 9:1.

მორიგი მატჩი წააგო თელავის "ბურჯმა", რომელმაც ამჯერად GIEC-ისთან დათმო.

ბურჯი (თელავი) - GIEC 2:4
იბერია სტარი - სტუ თელასი 9:1

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იბერია 13 13 0 0 108-19 39
2. თსუ 12 9 0 3 76-30 27
3. სოკარი 13 8 0 5 82-42 24
4. თელასი 12 7 0 5 64-48 21
5. GIEC 15 3 0 12 42-96 9
6. ბურჯი 15 0 0 15 29-166 0

ჯერ უცნობია, როდის ჩატარდება 2 მაისს გადადებული შეხვედრა თსუ-სა და "თელასს" შორის. შემდეგი ტური შაბათს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული