"იბერია სტარი" თბილისის "დინამოს" გაერთიანებას სთავაზობს

AutoSharing Option
"იბერია სტარის" გაჭირვება უკვე ცნობილია. ფინანსური კრიზისის გამო ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილე და საქართველოს ჩემპიონი გუნდი შესაძლოა, გაკოტრებულად გამოცხადდეს და არსებობა შეწყვიტოს.

ცნობილი გახდა კიდევ ერთი განცხადება - კლუბის პრეზიდენტმა ვახტანგ წერეთელმა თბილისის "დინამოს" მეპატრონეს, რომან ფიფიას წერილით მიმართა, რომლის ბოლოშიც ვკითხულობთ:

"მოგმართავთ შეთავაზებით, მოხდეს "იბერია სტარის" შერწყმა თბილისის "დინამოსთან" და ახალი სეზონიდან "იბერიამ" უკვე "დინამოს" სახელით გააგრძელოს არსებობა.

დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს სახელის მქონე ქართული ფეხბურთისა და ფუტსალის კლუბების გაერთიანება "დინამოს" ბრენდს კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს".


იხილეთ
ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"იბერია სტარი" გამოცხადდება გაკოტრებულად და შეწყვეტს არსებობას!
ბრაზილიელი ბოშა ჟოანი: თბილისი კარგად დამებედა
"კაირათი" ფუტსალის თასის მფლობელი გახდა
"იბერია სტარი" "ბარსელონასთან" დამარცხდა
იბერია სტარი-დინამო 2:5 - შეგვეძლო თუ არა მეტი?
"იბერია სტარმა" გუნდიდან ორი ბრაზილიელი - დუდა და ეზეკილი გაუშვა
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ ძაან მაგარი აზრია :) ძაააან მაგარი
gladiator
16:31 17-05-2013
0

სიახლეები პოპულარული