"ინტერ რაო" ბევრ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოშიც - ჩვენი ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე "თელასი" სწორედ ამ ტრანსნაციონალური გიგანტის ქართული წარმომადგენლობის ფინანსებით არსებობს.
წლეულს ტურნირი 18-22 ივნისს გაიმართა და მასში 6 ქვეყნის (რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა) 30 გუნდი მონაწილეობდა.
შარშან "თელასი" ფინალში ყაზახებთან დამარცხდა. წლეულს ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები კვლავ ფინალში გავიდნენ, ისევ ყაზახებს დაუპირისპირდნენ და რევანშიც აიღეს: დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო
"ეკატერინბურგში უამრავი გუნდი ჩამოვიდა. ზოგი თავისი ქვეყნის უმაღლეს ლიგაში გამოდის, ზოგიც - დაბალ ლიგაში, მაგრამ მთლიანობაში, ტურნირი პრესტიჟულია და მას სეზონისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ.
ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ნახევარფინალში ტომსკის გუნდს 2:1 მოვუგეთ, ფინალში კი ყაზახებს შევხვდით.
მე ის ფაქტი მახარებს, რომ ყაზახებმა ეროვნული ნაკრების მოთამაშეები დაგვიპირისპირეს და ამის მიუხედავად, მაინც დავამარცხეთ. სხვათა შორის, ასევე მოხდა სომხებთანაც და არც მათი დამარცხება გაგვჭირვებია.
აღსანიშნავია, რომ ბურთების შეფარდება 37-3-ზე გვქონდა, რაც ტურნირის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.
და კიდევ, ვფიქრობ, უმნიშვნელო ამბავი არ არის, რომ ამ გამარჯვებით, რუსეთში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ", - გვითხრა ავთანდილ ასათიანმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"