ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდში ყოფილი შეგირდები, ნაკრების კაპიტანი დავით ბობოხიძე და ლევან კობაიძე მიიწვია.
"მალტა ფუტსალის" ცნობით, ასათიანის შეგირდებმა "ჰიბერნიანსის" დარბაზში პირველი ამხანაგური მატჩი გამართეს და "ლუქსო" 13:1 გაანადგურეს. 6 გოლი ქართველების ანგარიშზეა - 4 ბობოხიძემ გაიტანა, ორიც კობაიძემ.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში "ჰიბერნიანსს" გაცილებით სერიოზული მეტოქე ჰყავდა - მალტის ფუტსალის ეროვნული ნაკრები. მიუხედავად ამისა, ასათიანის გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა.
2 გოლი ბობოხიძის ანგარიშზეა, ერთიც თავად ასათიანმა
შეგახსენებთ, რომ "ჰიბერნიანსი" მალტის ჩემპიონია და ფუტსალში უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ამ ტურნირში ასათიანის გუნდს ფინეთის, გერმანიისა და დანიის ჩემპიონები დაუპირისპირდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"