"იბერია სტარის" მატჩები პირდაპირ ეთერში ინტერნეტით გადაიცემა

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს "იბერია სტარი" უეფას თასის გათამაშებაში ჩაერთვება. ფუტსალის უეფას თასის ძირითადი ეტაპის II ჯგუფის მატჩებს უნგრეთის ქალაქი დიორი უმასპინძლებს.

საქართველოს ჩემპიონისა და უეფას თასის ბოლო გათამაშების ოთხთა ფინალის მონაწილის შეხვედრების განრიგი უკვე ცნობილია.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის. "იბერია სტარის" ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ინტერნეტით გადაიცემა. მატჩების განრიგი კი ასეთია:

1-ლი ოქტომბერი
18:30 იბერია სტარი-გრანდ პრო ვარნა (ბულგარეთი)
21:00 დიორი ეტო (უნგრეთი)-ტანგო სარაევო (ბოსნია)

2 ოქტომბერი
18:30 ტანგო-იბერია
21:00
გრანდ პრო ვარნა-დიორი ეტო

4 ოქტომბერი
19:00 გრანდ პრო ვარნა-ტანგო
21:30 იბერია-დიორი ეტო

* - მითითებულია თბილისის დრო

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ კლუბის გადარჩენის იმედი გაჩნდა და, როგორც ვწერდით, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან "იბერია სტარი" ბათუმში გადაბარგდება.

წლეულს კი სეზონისთვის გუნდი ისე ვერ მოემზადა, როგორც წინა წლებში - მხოლოდ საქართველოში ვარჯიშობდა.

ამ დანაკლისის კომპენსირება გარკვეულწილად ქვეყნის ჩემპიონატს შეეძლო, მაგრამ... ფუტსალში მთავარი ქართული ტურნირი ჯერაც არ დაწყებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ვის რა ფეხებად უნდა ამათი ყურება? რა ამათთვის გიყურებია და რა ყარაგანდის გუნდისთვის!
fexebi
13:16 29-09-2013
0

სიახლეები პოპულარული