"დევის თასის" გათამაშებაში "იბერია სტარმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
სპორტკომპლექს "არენა 2"-ში "დევის თასის" გათამაშება დასრულდა. ტურნირი საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ტრაგიკულად გარდაცვლილი ვიცე-პრეზიდენტის, დევი სირაძის ხსოვნას მიეძღვნა.

მესამე ადგილისთვის მატჩში სეუ-მ "არმაზს" მოუგო, ფინალში კი უეფას ოთხთა ფინალის წინა გათამაშების მონაწილე "იბერია სტარი" სტუ-ს შეხვდა და 2:0 დაამარცხა.

საინტერესო ფაქტია - შესარჩევ ეტაპზე, "ალგეთთან" მატჩში, "იბერია სტარმა" გოლი 66-პასიანი (!) კომბინაციის შედეგად გაიტანა.

აქვე ვიტყვით, რომ სფა-ს პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელი და ვიცე-პრეზიდენტი ზვიად ხაჩიაშვილი ბელგიაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებს დაესწრნენ. ისინი უეფაში ფუტსალის კოორდინატორ ლორან მორელს
შეხვდნენ და 2018 წლის ევროფინალის თბილისში გამართვის პროექტი გააცნეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული