მასპინძლები პირველივე წუთზე დინმუხამბეტ სულეიმენოვის გოლით დაწინაურდნენ. ”იბერიამ" ორწუთიან მონაკვეთში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი დაწინაურდა კიდეც: მე-14 წუთზე ყაზახების კარი ბეტინიომ აიღო, მე-16-ზე კი
ტაიმის ბოლოს საქართველოს ჩემპიონი გადარჩა - ”კაირატის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ლეო სანტანამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეორე ტაიმის 29-ე წუთზე ჩვენს ევროპულ იმედებს ცივი შხაპი სწორედ მან გადაასხა და უეფას თასის ოთხთა ფინალში ყაზახები გაიყვანა – ანგარიში 2:2 აღარ შეცვლილა. ყაზახები მეკარე ჟერონიმომ რამდენჯერმე გადაარჩინა.
სამწუხაროდ, ოლეგ სოლოდოვნიკის გაწვრთნილი ”იბერია" ევროპის საუკეთესო ოთხეულში ვერ მოხვდა, მაგრამ უკრაინელმა სპეციალისტმა ძლიერი კლუბი ჩამოაყალიბდა და ქართული ფუტსალის ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია – ფინალში გასულმა მასპინძელმა ”კაირატმა" საქართველოს ჩემპიონს მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით აჯობა.
მეორე შეხვედრაში სლოვაკურმა ”სლოვ-მატიკმა" პოლონურ ”აკადემიას" 3:0 სძლია და მესამე ადგილი დაიკავა.
”იბერია სტარმა" ყაზახებთან ამ შემადგენლობით ითამაშა: ტონი, რომარიო, ბეტინიო, ფუმასა, რონინიო; აკოპოვი, კუბლაშვილი, ძაბირაძე, მელო, ალთუნაშვილი (კაპ), ჯამბურია, მაისაია.
გოლები: 0:1 სულეიმენოვი (1), 1:1 ბეტინიო (14), 2:1 რონი (16), 2:2 ლეო (29).
ჯგუფის მეორე მატჩში ”სლოვ-მატიკმა" 3:0 სძლია ”აკადემიას"
1. კაირატი 3 2 1 0 10-3 7
2. იბერია სტარი 3 2 1 0 8-4 7
3. სლოვ-მატიკი 3 1 0 2 5-6 3
4. აკადემია 3 0 0 3 1-11 0