ლევან ცქიტიშვილის ადვოკატმა ნინო ნიშნიანიძემ კი განაცხადა, რომ სფა-ს პრეზიდენტი კვლავ მისი კლიენტია, ყრილობის გადაწყვეტილებას არალეგიტიმური უწოდა და გვაცნობა, რომ სამეწარმეო რეესტრმა ამ კრების ოქმი რეგისტრაციაში არ გაატარა.
17 დეკემბერს სფა-ს გენერალურმა მდივანმა გიორგი დარჯანიამ გაავრცელა ცნობა, რომელშიც ეს ინფორმაცია უარყო:
"კვირას იყო ყრილობა, ორშაბათს საჯარო რეესტრში განცხადება შევიტანეთ და სამშაბათს ფუტსალის ასოციაციის არჩეული პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელი რეგისტრაციაში გაატარეს.
ოთხშაბათს დილით შესაბამისი დოკუმენტაცია
ამდენად, ყველანაირი გაურკვევლობა, რაც გამოწვეული იყო ლევან ცქიტიშვილისა და ბექა კვიციანის მხრიდან ჟურნალისტთა დეზინფორმაციის მცდელობით, ამოწურულია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"