პრობლემა: ვახტანგ წერეთელი აქეთ, ავთანდილ ასათიანი იქით

AutoSharing Option
უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ეროვნულ ფედერაციებს წერილები დაუგზავნა. საქმე ეხება 2014/15 წლების სეზონის უეფას ოფიციალურ სანაკრებო და საკლუბო კალენდარს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ (სფა) ეროვნული ნაკრების საკითხი განიხილა.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, სფა-ს გამგეობა უახლოეს სხდომაზე სანაკრებო საკითხსა და გუნდის სამწვრთნელო შტაბის თაობაზე იმსჯელებს.

მოგეხსენებათ, ფეხბურთის ფედერაციამ ფუტსალში ვახტანგ წერეთლის ჯგუფის უფლებამოსილება სცნო. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი კი ლევან ცქიტიშვილის "გუნდის" წევრია. სწორედ ამის გამო, ძნელი წარმოსადგენია, რა პერსპექტივა აქვს (ან აქვს კი
საერთოდ?) წერეთელსა და ასათიანს შორის თანამშრომლობას.

ამავე დროს, სფა-მ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს აცნობა, რომ სეზონი 23 იანვარს განახლდება, ოღონდ მასში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს გორის "დიცი". სფა-ს სადისციპლინო კომიტეტისა და გამგეობის გადაწყვეტილებით, ეს გუნდი გათამაშებიდან მოიხსნა.

მიზეზი გახდა ჩემპიონატის მე-5 და მე-6 ტურის შეხვედრებზე გამოუცხადებლობა, პლუს ისიც, რომ "დიცის" ხელმძღვანელობამ ამის შესახებ სფა-ს არაფერი აცნობა.

დაბოლოს, სფა-მ გასული წლის საუკეთესო მოთამაშედ "იბერია სტარის" წევრი ალექსანდრე ძაბირაძე დაასახელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული