სენსაციური - სწორედ ასე შეიძლება ეწოდოს "ვერცხლის ლიგის" მეოთხე ტურის დასკვნით ნაწილს, უფრო კონკრეტულად კი, ტურის ბოლო შეხვედრას, რომელშიც გათამაშების უპირობო აუტსაიდერად შერაცხულმა "რუსთავი 2"-ის გუნდმა აქამდე უდანაკარგო "კრედო" დაამარცხა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5-4.
გამოსარჩევია ასევე "ენერგეტიკოსების" დერბი, სადაც ლიგის ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა "ჯორჯიან ვოთერ ენ ფაუერმა" "საქრუსენერგოს" სძლია - 2-1. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში "სნიკერსმა" სარეკორდო ანგარიშით, 16-2 მოუგო "კოლიერსს".
კოლიერსი - სნიკერსი 2-16
გოლები: ურუშაძე (2) - მ. მენთესაშვილი (3), ბერიძე (1), ხარტონიშვილი (4), ხიზანიშვილი (2), ხაჩიძე (2), ბ. მენთესაშვილი (1), მგალობლიშვილი (1)
საქრუსენერგო - GWP 1-2
გოლები: ანდღულაძე (1) - ჯაფარიძე (1), თურმანიძე (1)
რუსთავი 2 - კრედო 5-4
გოლები: გოქაძე (3), ამიროვი (2) - ჩიხრაძე (1), ცერცვაძე (3)
საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა "ოქროს ლიგის" მეოთხე ტური. შედარებით იოლად იმარჯვა "ნატახტარმა", რომელმაც მასთან ერთად ცხრილის სათავეში მყოფი "პრივატბანკი" დაამარცხა, 6-0.
სხვა შეხვედრებში დაძაბულობა ბოლო მომენტამდე საკმარისი იყო. "ვითიბი ბანკმა" არცთუ იოლად იმარჯვა აუტსაიდერ "ბორჯომთან" 4-2.
სათამაშო დღის უდავოდ გამორჩეული დაპირისპირებები გაიმართა "GM ჭიათურა" - "ერისთავსა" და "ევროპაბეთი" - "საქართველოს ბანკის" გუნდებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ იმერლები 2-0 იგებდნენ, "იურისტებმა" მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ ფრე, 2-2.
რაც შეეხება "ბუკმეკერებისა" და "ბანკირების გარჩევას", გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა "ევროპაბეთის" გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.
30.11.2014. ოქროს ლიგა. IV ტური
ბორჯომი - ვითიბი ბანკი 2-4
გოლები: უშიკიშვილი (1), ჩაჩიბაია (1) - მაჭავარიანი (1), სულაძე (2), ბუსხრიკიძე (1)
GM ჭიათურა - ერისთავი 2-2
გოლები: შეყილაძე (1), კირკიტაძე (1) - ტაბატაძე (1), წიკლაური (1)
ნატახტარი - პრივატ ბანკი 6-0
გოლები: გოგოხია (1), სეფერთელაძე (2), ბაირამოვი (1), აფაქიძე (1), ჩიტიშვილი (1)
ევროპაბეთი - საქართველოს ბანკი 3-2
გოლები: ლუკავა (1), ღვინიაშვილი (1), კოპალიანი (1) - სურგულაძე (2)
გუშინვე "ოქროს ლიგის" მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დაჯილდოვდა. ეს პატივი "ვითიბი ბანკის" ლიდერს, ნოდარ მაჭავარიანს ერგო, რომელიც ჩემპიონატის სპონსორის, ამერიკული ფეხსაცმლის ბრენდის, "სკეჩერსის" 200-ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური