რევანში აღებულია! - "პალიტრა მედიის" ტურნირის ფინალში "ბიბლუსი 1"-მა "კოლორი" დაამარცხა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ნოემბერს ანშლაგით დასრულდა "პალიტრა მედია" ჰოლდინგის საშემოდგომო სეზონის ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში, რომელსაც  ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

ტურნირმა, რომელსაც პროფესიონალი მსაჯი ემსახურებოდა, სტარტი 11 ოქტომბერს აიღო და მასში ჰოლდინგის სხვადასხვა სტრუქტურაში დაკომპლექტებულმა 10-მა გუნდმა და 100-მა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. სულ გაიმართა 24 მატჩი, რომელშიც გავიდა 236 გოლი.

ფავორიტები ტურნირის დასაწყისშივე გამოიკვეთნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალში, ჩემპიონატის თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს ორი უძლიერესი გუნდი - საგაზაფხულო სეზონის ჩემპიონი "კოლორი" და "ბიბლუსი 1" დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა ჩემპიონატი უდანაკარგოდ ჩაატარა.

ფინალამდე მესამე
ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს "ჰოლდინგი" და "ტელევიზია" დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება "ჰოლდინგს" დარჩა - 7:4.

მოლოდინზე მეტად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა "კოლორისა" და "ბიბლუსი 1"-ის ფინალური დაპირისპირება. ამჯერად "ბიბლუსი 1"-მა ჩემპიონ გუნდს პირველობა არ დაუთმო და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

საბოლოოდ, შემოდგომის ტურნირის ჩემპიონის თასი ალექსანდრე ხვთისავრიშვილის გუნდმა მოიპოვა.

ტიტულები და პრიზები ამით არ დასრულებულა, "ბიბლუსი 1"-ის ფეხბურთელებმა სხვა პრიზებიც წაიღეს. ჩემპიონატის ბომბარდირის ტიტული "ბიბლუსის" თავდამსხმელმა ირაკლი კირვალიძემ (24 გოლი) მოიპოვა. საუკეთესო ფეხბურთელად "ბიბლუსის" კაპიტანი ალექსანდრე ხვთისავრიშვილი დასახელდა. საუკეთესო მეკარის ტიტული უკვე მეორედ, "კოლორის" მეკარეს, გოგი ტაბატაძეს ერგო.

ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო თასები და ფიტნეს-კლუბის ერთთვიანი უფასო აბონემენტები.

ტურნირის დასრულების შემდეგ I, II და III ადგილებზე გასულ გუნდებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.

სპეციალური პრიზი დააწესა მაღაზია "სალერმა", რომელმაც I და II ადგილზე გასული გუნდის ფეხბურთელები ფასდაკლების ბარათებით დაასაჩუქრა.

თასის გადაცემის ცერემონიალი ცეცხლოვანი შოუს თანხლებით, სრული ანშლაგით დასრულდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ტურნირის ბომბარდირთა ხუთეული:
1. ირაკლი კირვალიძე (ბიბლუსი) - 24 გოლი
2. ვალერი ინაშვილი (ბიბლუსი) - 20 გოლი
3. ლაშა წიკლაური (ჰოლდინგი) - 15 გოლი
4. ზურა ვეკუა (კოლორი) - 15 გოლი
5. ლუკა თევდორაშვილი (ჰოლდინგი) - 11 გოლი

ნანა ჩხაიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული