საქართველო-თურქეთი 5:2 - გაწევ-გამოწევა და მეკარის გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 დეკემბერს, სპორტკომპლექს "არენაში" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და კვლავ 5:2 გაიმარჯვა. ამჯერად, სპორტკომპლექს "არენაში" ვნებები უკიდურესად დაიძაბა.

თურქები მოედანზე გაცილებით მოტივირებულები გავიდნენ, თამაში კარგად დაიწყეს და ჩინან ოზგანმა ანგარიშიც გახსნა.

მალე გოგა ალთუნაშვილმა ლამაზი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, თუმცა ტაიმის მიწურულს თურქები კვლავ წინ გავიდნენ.

ამ დროისთვის, "არენაში" ვნებები უკვე დუღდა. თურქების მწვრთნელი და მათი ზოგიერთი მოთამაშე მსაჯის - არსენ ნონიკაშვილის გადაწყვეტილებებს ხშირად აპროტესტებდნენ და ეპიზოდებში ჩვენს ფეხბურთელებთან გამომწვევადაც იქცეოდნენ. თავიდან მასპინძლები ამ ყველაფერს ითმენდნენ.

პირველად არჩილ სებისკვერაძე გაბრაზდა, როცა ოზგანი ეუხეშა, მაგრამ მე-19 წუთზე ვეღარ მოზომა და მასზე შური უხეშობითვე იძია - თურქმა ხელი ჰკრა და მოედანზე ლამის გუნდური ჩხუბი დაიწყო. თუმცა ფეხბურთელები მალე დააწყნარეს, არბიტრმა კი ორივე გუნდიდან თითო მოთამაშე გააძევა.

ჩვენი გუნდის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოედანზე მეკარე თორნიკე ბუკიას გამოჩენას მოჰყვა. ის რეალურად მეხუთე მოთამაშის როლს ასრულებდა - შეტევებს იწყებდა და მასში აქტიურადაც მონაწილეობდა. შედეგად, "ჯვაროსნებმა" მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს და 5:2 გაიმარჯვეს.

ბოლო გოლი შეაგდო საქართველოს ნაკრების მეკარემ, რომელმაც, ამის გარდა, რამდენჯერმე გოლისგანაც გვიხსნა. თურქები სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ და მეკარე მოედნის მოთამაშით შეცვალეს. მათი ერთ-ერთი შეტევის შემდეგ ბუკიამ ბურთი ხელში აიღო და შენიშნა, რომ თურქების კარი ცარიელი იყო - დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამხანაგური მატჩი
03.12. თბილისი. "არენა". 400 მაყურებელი
საქართველო-თურქეთი 5:2
გოლები: 0:1 ოზგანი (6), 1:1 ალთუნაშვილი (8), 1:2 ქესქინი (19), 2:2 ალთუნაშვილი (24), 3:2 ტიკურიშვილი (35), 4:2 თოდუა (36), 5:2 ბუკია (38)
საქართველო: კეფაშვილი (მ) - ალთუნაშვილი, კობაიძე, ტიკურიშვილი, მაიასაია - ბუკია (მ), თოფურია, ჭანუყვაძე, ჯვარაშვილი, თოდუა, ბობოხიძე, სებისკვერაძე, ლუკავა, ძაბირაძე.
გაძევება: სებისკვერაძე (19), ოზგანი (19)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
თურქები რაც არიან მალე დავინახავთ!
-სააკაშვილი ღორის ქმედებები ალბათ ყველას გახსოვთ!
-
shoda
11:43 04-12-2014
0
გენაცვალეტ ქარტველებო,ეგრე უნდა თურქებს,გამახარეტ ძაან
genacvale
12:22 04-12-2014
0

სიახლეები პოპულარული