SBM LEAGUE 2014/15: ლიდერი სუპერლიგაში დამარცხდა, "ვერცხლისაში" დაუმარცხებელია

AutoSharing Option
ზამთრის პირველი სათამაშო დღე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. 7 დეკემბერს ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ "ვერცხლის ლიგისა" და სუპერლიგის მეხუთე ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

ჩვეულებისამებრ, "ვერცხლის ლიგაში" ტური ორად გაიყო. გუშინ შვიდიდან ოთხი შეხვედრა გაიმართა: კვლავ განაგრძობს მოგებების სერიას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", რომელმაც გუშინ მეხუთე გამარჯვება "კოლიერსთან" მოიპოვა, ანგარიშით 7-1 და ცხრილს 100%-იანი შედეგით ლიდერობს.

იოლი გამარჯვება მოიპოვა "საქართველოს ბანკის" მეორე გუნდმა, რომელმაც "საქრუსენერგოს" 5-1 სძლია. წარმატებით იასპარეზა "ვითიბი 2"-მა, რომელმაც აუტსაიდერი "ივერიაბეთი" დაამარცხა - 4-2.

ტურის და მიმდინარე "ვერცხლის ლიგის" გათამაშების უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება შედგა "პროკრედიტ ბანკისა" და "ბანკი რესპუბლიკის" საბანკო დერბიში, რომელიც საბოლოოდ ფრედ, 3-3 დასრულდა.

07.12.2014. ვერცხლის ლიგა. V ტური
GWP - კოლიერსი 7-1
გოლები: აფციაური (4), თურმანიძე (1), ჯანუყვაძე (1), თარაშვილი (1) - ქანანაშვილი (1)

ივერიაბეთი - ვითიბი ბანკი 2 2-4
გოლები: ხაჩიძე (1), ხარატიშვილი (1) - თევზაძე (2), დარსალია (1), ალადაშვილი (1)

საქართველოს ბანკი 2 - საქრუსენერგო 5-1
გოლები: ჯოხაძე (3), ჯაკობია (1), გოგიტიძე (1) - ძაგნიძე (1)

პროკრედიტ ბანკი - ბანკი რესპუბლიკა 3-3
გოლები: გვასალია (1), თურმანიძე (2) - ნიჟარაძე (1), ზერეკიძე (1), ბოგვერაძე (1)

მეხუთე ტურის სამი მატჩი მომდევნო კვირას, 14 დეკემბერს გაიმართება:
კრედო - ტატიშვილი
BP GEORGIA - რუსთავი 2
სნიკერსი - ბაქსვუდი

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები:
გიორგი აფციაური (GWP) - 12 , ლაშა ჯოხაძე (საქ. ბანკი 2) - 11 , ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 9;

ტრადიციულად, განსაკუთრებულად საინტერესო გამოდგა სუპერლიგის მომდევნო, მეხუთე ტური. პირველი ქულებისთვის ბრძოლაში DHL-მა ბათუმის "დინამოს" სძლია 3-2 და ახლა ერთადერთ უქულო გუნდად სწორედ აჭარლები რჩებიან.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში, პსპ-სა და შსს-ს შორის ფრე, 1-1 დაფიქსირდა. "ფარმაცევტები" ძალიან ახლოს იყვნენ წარმატებასთან, თუმცა მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე რევაზ ინჯგიას "გასროლამ" ძალოვანებს ქულა მოუპოვა და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდის სტატუსი შეუნარჩუნა, ვინაიდან ოთხმატჩიანი მოგებების სერია მფკ "ნატახტარმა" ჯვაროსნებთან წაგებით შეწყვიტა, 3-1.

მიუხედავად მარცხისა, სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავ "ნატახტარი" რჩება, მასზე ერთი თამაშით და ორი ქულით ნაკლები აქვს შსს-ს.

ტურის ბოლო შეხვედრა კი, მოლოდინისამებრ, რეზონანსული და უხვგოლიანი გამოდგა. ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "პროგრეს ბანკი" "საქართველოს უნივერსიტეტს" დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 6-5 დაამარცხა.

გოლებით გამოირჩნენ კახა კალაძე და ალექსანდრე იაშვილი, ხოლო გამარჯვების გოლი დავით მუჯირის ანგარიშზეა.

რაც შეეხება მეხუთე ტურის საუკეთესო ფეხბურთელს, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ეს წოდება ს.კ. "ჯვაროსნების" შემტევმა შალვა ფირცხალავამ მოიპოვა, რომლის ჰეთ-თრიკმაც განაპირობა კიდეც მისი გუნდის გამარჯვება ჩემპიონატის ლიდერთან.

07.12.2014. სუპერლიგა. V ტური
DHL - დინამო (ბთ) 3-2
გოლები: ღონღაძე (1), შარანგია (1), კუჭუაშვილი (1) - გალოიანი (2)

FC PSP - შსს 1-1
გოლები: თევზაძე (1) - ინჯგია (1)

ს.კ ჯვაროსნები - მფკ ნატახტარი 3-1
გოლები: ფირცხალავა (3) - გოგოხია (1)

საქართველოს უნივერსიტეტი - პროგრეს ბანკი 5-6
გოლები: უბუ ჯორჯი (2), მეკოკიშვილი (1), ლაზიშვილი (1), ჭოხონელიძე (1) - ჩიხრაძე (1), კალაძე (2), იაშვილი (1), მუჯირი (2)

სუპერლიგის ბომბარდირები:
ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 10, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) - 9, რევაზ ინჯგია (შსს) - 6, გიორგი სეფერთელაძე (მფკ ნატახტარი) - 5

ტაიმებს შორის სუპერლიგის და "ვერცხლის ლიგის" მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ. სუპერლიგაში საუკეთესოს ტიტული ალექსანდრე იაშვილმა (პროგრეს ბანკი) მოიპოვა, რომელმაც გასულ ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. "იაშკა" ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორის, JOMA-ს სპორტული ეკიპირებით დაჯილდოვდა.

რაც შეეხება "ვერცხლის ლიგას", აქ ნიკა თურმანიძე (პროკრედიტ ბანკი) გამოირჩა, რომელსაც თაფლი "მეფუტკრეს" პროდუქცია გადაეცა საჩუქრად.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული