SBM LEAGUE 2014/15: წელი მაჟორულ ნოტზე დასრულდება

AutoSharing Option
28 დეკემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის დასკვნითი სათამაშო დღე გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად, გლდანში მდებარე ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალური დარბაზი უმასპინძლებს.

დღის მთავარი მოვლენა სუპერლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა იქნება, რომელშიც ერთმანეთს "პროგრეს ბანკი" და მფკ "ნატახტარი" დაუპირისპირდებიან. "ბანკირთა" ვარსკვლავურ ოთხეულს - კალაძე, იაშვილი, დემეტრაძე, მუჯირი, ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშე, ყოფილი კაპიტანი და სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი დაემატება.

ამ შეხვედრის წინ "პროგრეს ბანკს" 6 მატჩი და 13 მოპოვებული ქულა აქვს. რაც შეეხება მათ მეტოქეს, მფკ "ნატახტარს",
რომელიც გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად არის მიჩნეული, 5 თამაშის შემდეგ 12 ქულა აქვს ანგარიშზე.

რაც შეეხება მეშვიდე ტურის სხვა შეხვედრებს, ისინი უკვე 2015 წელს გაიმართება.

28.12.2014. სუპერლიგა. VII ტური
16:00 მფკ ნატახტარი - პროგრეს ბანკი

Sportall.Ge

კვირასვე გაიმართება ვერცხლის ლიგის მეექვსე ტურის დარჩენილი სამი დაპირისპირებაც.

აღნიშნულ ლიგაში მთავარი ინტრიგა საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრაა, რომელიც 25 იანვრიდან თასის გათამაშებაში იასპარეზებს, სადაც მონაწილეობას ოქროს ლიგის რვა გუნდიც მიიღებს.

28.12.2014. ვერცხლის ლიგა. VI ტური
17:00 ტატიშვილი - BP GEORGIA
18:00 ბანკი რესპუბლიკა - სნიკერსი
19:00 საქრუსენერგო - კრედო

ამავე დღეს ვერცხლის ლიგაში მეშვიდე ტურის ერთ შეხვედრას "პროკრედიტ ბანკი" და "რუსთავი 2" გამართავენ.

28.12.2014. ვერცხლის ლიგა. VII ტური
14:00 პროკრედიტ ბანკი - რუსთავი 2

წლის დასკვნით სათამაშო დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატის ორგანიზატორი, სპორტული სააგენტო SBM მატჩებზე მოსულ გულშემატკივარს სპეციალურ სიურპრიზს შესთავაზებს. ყველა მოსულ სტუმარს, დარბაზში შესვლისთანავე გადაეცემა გათამაშების ბილეთი, შესაბამისი ნუმერაციით, რითიც ისინი მიიღებენ შანსს, მოიგონ საახალწლო საჩუქრები ესპანური სპორტული ბრენდისგან JOMA.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული