საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე მატჩს მართავს.
ჩვენი ნაკრების მეტოქე შვეიცარიის ეროვნული გუნდია, რომელმაც 14 იანვარს ლიტვა (5:3) დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა კი პირველ მატჩში ესტონელები ანგარიშით 6:3 დაამარცხა.
მატჩი კაუნასის "დარიუსისა და გინერასის" სპორტულ ცენტრში იმართება.