21:16 15-01-2015
საქართველო-შვეიცარია 1:1 - მეტოქე ბოლოს გადაგვირჩა [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ბრწყინვალე გოლით მე-6 წუთზე არჩილ სებისკვერაძემ დააწინაურა. მიუხედავად ქართველთა უპირატესობისა, მატჩის მიწურულს შვეიცარიამ მაინც გაათანაბრა - 39-ე წუთზე ივ მეცგერმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს ჩვენმა ნაკრებმა ესტონეთს ანგარიშით 6:3 სძლია, ხოლო შვეიცარიამ ლიტვას - 5:3. შესაბამისად, შესარჩევ C ჯგუფში ბურთების უკეთესი სხვაობით საქართველოს ნაკრები ლიდერობს.
ბოლო ტურში, 17 იანვარს, ალიკ სარქისიანის შეგირდების მეტოქე მასპინძელი ლიტვის ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ, ესტონეთს ანგარიშით 5:2 მოუგო.
ჩვენი ჯგუფის გამარჯვებული ასპარეზობას ელიტრაუნდის VII ჯგუფში გააგრძელებს, სადაც სამი ადგილი უკვე შეავსეს პორტუგალიამ, ყაზახეთმა და რუმინეთმა. ეს უკანასკნელი 18-21 მარტს ტურნირის მასპინძელი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული