SBM LEAGUE 2014/15: სეზონი 18 იანვარს განახლდება

AutoSharing Option
18 იანვარს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ სეზონი განახლდება.

ახალი წლის პირველ სათამაშო დღეს, მეშვიდე ტურის შეხვედრებს სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ. მატჩებს, ტრადიციულად, გლდანში მდებარე ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალური დარბაზი უმასპინძლებს.

სუპერლიგაში სამი დაპირისპირება შედგება. გათამაშების ერთადერთი უქულო გუნდი ბათუმის "დინამო" "საქართველოს უნივერსიტეტთან" შეეცდება პირველი წარმატების მოპოვებას. უაღრესად საინტერესო იქნება მომდევნო ორი შეხვედრაც: ს.კ. "ჯვაროსნები" ჩემპიონატის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს, შსს-ს დაუპირისპირდებიან, ხოლო ს.კ. პსპ "თბილისის სატრანსპორტო" კომპანიის გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურის ერთი შეხვედრა
- მფკ "ნატახტარსა" და "პროგრეს ბანკს" შორის, ჯერ კიდევ გასულ წელს, 28 დეკემბერს გაიმართა და ფრედ, 2-2 დასრულდა.

18.01.2015. სუპერლიგა. VII ტური
14:00 UG - დინამო (ბთ)
15:00 ს.კ. ჯვაროსნები - შსს
16:00 FC PSP - FC TTC


Sportall.Ge

მნიშვნელოვანი დაპირისპირებები გაიმართება ვერცხლის ლიგაში. ამ ტურის შემდეგ საბოლოოდ უნდა გაირკვეს ის 8 გუნდი, რომელიც 25 იანვრიდან თასის გათამაშებაში ჩაერთვება.

ამ ეტაპზე ექვსი გუნდის ვინაობა გარკვეულია და მხოლოდ ორი საგზურის ბედი უნდა გაირკვეს, რომლისთვისაც ერთბაშად რამოდენიმე გუნდი იბრძვის.

6-6 ქულა აქვთ "საქრუსენერგოს", "ტატიშვილს", "ბაქსვუდს" და "რუსთავი 2"-ს. თუ ამ უკანასკნელს მეშვიდე ტურის მატჩი უკვე ჩატარებული აქვს, დანარჩენი სამი გუნდი გამარჯვების შემთხვევაში დიდწილად გაინაღდებს თასზე თამაშს, თუმცა არაა გამორიცხული, ყველაფერი ბურთების სხვაობით გადაწყდეს.

ყველაზე რთული მეტოქე "ენერგეტიკოსებს" ჰყავთ, ისინი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, "ბი პი ჯორჯიას" დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება "ტატიშვილს" და "ბაქსვუდს", "მედიკოსები" "ივერიაბეთს" ეთამაშებიან, ხოლო ბაქსვუდელები "ბანკ რესპუბლიკასთან" შეეცდებიან წარმატების მიღწევას.

18.01.2015. ვერცხლის ლიგა. VII ტური
11:00 საქართველოს ბანკი 2 - კოლიერსი
12:00 ივერიაბეთი - ტატიშვილი
13:00 ბაქსვუდი - ბანკი რესპუბლიკა
17:00 კრედო - GWP
18:00 სნიკერსი - ვითიბი ბანკი 2
19:00 BP GEORGIA - საქრუსენერგო

Sportall.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული