23:00 17-01-2015
საქართველო-ლიტვა 8:2 - ევრო 2016-ის ელიტრაუნდის საგზური ჩვენია! [VIDEO]
AutoSharing Option
17 იავარს გამართულ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, რომელიც კაუნასის "დარიუსისა და გინერასის" სპორტულ ცენტრში გაიმართა, ალიკ სარქისიანის გუნდი მასპინძელ ლიტვას დაუპირისპირდა.
საქართველოს ნაკრებს მიზნის მისაღწევად ამ მატჩში ორბურთიანი სხვაობით გამარჯვებაც ჰყოფნიდა (მანამდე შვეიცარიამ ესტონეთს 7:5 მოუგო), თუმცა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ანგარიშით 8:2 გაიმარჯვა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მანამდე კი მსაჯმა საქართველოს ნაკრების მეკარე თორნიკე ბუკიას წითელი ბარათი უჩვენა. ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ მთლიანად ჩვენმა გუნდმა იგდო. ერთიმეორის მიყოლებით გიორგი თიკურიშვილმა (2), ზურაბ ლუკავამ, გიორგი ალთუნაშვილმა, არჩილ სებისკვერაძემ (2), კახაბერ მაისაიამ გაიტანეს და ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.
დარჩენილ დროში ლიტველებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს, საბოლოო ანგარიში კი ვახტანგ შვარიშვილმა დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად ელიტრაუნდის VII ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეებად პორტუგალიის, ყაზახეთისა და რუმინეთის ნაკრებები ეყოლება. ჯგუფის მატჩებს ეს უკანასკნელი 18-21 მარტს უმასპინძლებს.
C ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 2 1 0 15:6 7
2. შვეიცარია 3 2 1 0 13:9 7
3. ლიტვა 3 1 0 2 10:15 3
4. ესტონეთი 3 0 0 3 10:18 0
ასევე იხილეთ:
საქართველო-შვეიცარია 1:1 - ხელიდან გაშვებული გამარჯვება [VIDEO+PHOTO]
საქართველო-ესტონეთი 6:3 - პირველი მოგებულია! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გილოცავთ!ბრავო, მასტერკლასი!
0
0
სასიამოვნოა, როცა შენი ნაკრები რამდენიმე თავით მაღლა დგას სხვებზე. წარმატებები ბიჭებს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული