SBM LEAGUE 2014/15: 21 იანვარს თასის გათამაშების და ბრინჯაოს ლიგის წილისყრა გაიმართა

AutoSharing Option
21 იანვარს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. სეზონის განახლებასთან დაკავშირებით, ჩემპიონატის ორგანიზატორმა, სპორტული სააგენტო SBM-ის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ თასის გათამაშების და ბრინჯაოს ლიგის წილისყრა გაიმართა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასზე ოქროს და ვერცხლის ლიგების 8-8 გუნდი იასპარეზებს, რომლებმაც 1/8-ფინალური წყვილები ბრმა წილისყრის შედეგად გამოავლინეს.

25.01.2015. თასი. 1/8-ფინალი
ევროპაბეთი - ბორჯომი
სნიკერსი - ერისთავი
ვითიბი ბანკი - საქართველოს ბანკი
ნატახტარი - პრივატ ბანკი
BP GEORGIA -
ბანკი რესპუბლიკა
ტატიშვილი - კრედო
GWP - GM ჭიათურა
პროკრედიტ ბანკი - საქრუსენერგო

საპლეიოფო დაპირისპირებები ერთრაუნდიანი იქნება. 1/8-ფინალური შეხვედრები კვირას, 25 იანვარს გაიმართება.

რაც შეეხება ბრინჯაოს ლიგას, აქ მონაწილეობას დებიუტანტი გუნდები მიიღებენ. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა - 18 გუნდი დაფიქსირდა. წილისყრის შედეგად გუნდები ორ, A და B ჯგუფებში გადანაწილდნენ.

A ჯგუფი: BP GEORGIA -2, TBC Pay, მფკ ტატიშვილი, MFC PALERMO, ბიბლუსი, კრედო- ქვემო ქართლი, Cleaning Service Group, ევროკრედიტი, თბილისის მერია

B ჯგუფი: ბაქსვუდი -2, VIVUS.GE, გენერალი (კასპი), MediClubGeorgia, Carrefour Georgia, გუჯარი (მცხეთა), ჯოენისკლინიკა, პალიტრამედია ჰოლდინგი, საქართველოს ფოსტა

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 5-5 საუკეთესო, რომლებიც ვერცხლის ლიგის ბოლო ექვს ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად ასპარეზობას პლეი ოფში განაგრძობენ. ბრინჯაოს ლიგის პირველი ტურის მატჩები 1-ელ მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წწ. სეზონმა სტარტი გასული წლის ოქტომბერში აიღო. თავდაპირველად გათამაშებაში სუპერლიგის, ოქროს და ვერცხლის ლიგების გუნდები ჩაერთვნენ. ახლა უკვე ამას თასის გათამაშება და ბრინჯაოს ლიგაც დაემატება. ჯამში, წლევანდელ სეზონში მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობა - 49 გუნდი იღებს მონაწილეობას.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული