SBM LEAGUE 2014/15: თასის 1/4-ფინალისტები უკომპრომისო ბრძოლებში გამოვლინდნენ

AutoSharing Option
....რვა 1/8-ფინალური დაპირისპირება, ოთხი ოვერტაიმი და სამი 7-მეტრიანი დარტყმების სერია... სწორედ ასე წარიმართა კვირას, 25 იანვარს ჯ. ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემიაში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების პირველი რაუნდი და სათამაშო დღეც, შესაბამისად, დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.

ოქროს და ვერცხლის ლიგების საუკეთესო 16-მა გუნდმა დარბაზში მოსულ გულშემატკივარს უკომპრომისო ბრძოლა და არაჩვეულებრივი სანახაობა შესთავაზა.

პირველივე დაპირისპირება სენსაციით დასრულდა. გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, "ნატახტარი", თასზე ასპარეზობას გამოეთიშა. მისი მეტოქე "პრივატ ბანკი" იყო. მიუხედავად უპირატესობისა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 3-3 დასრულდა. თითო-თითო გოლი გაცვალეს გუნდებმა დამატებით
5-წუთიან ტაიმში და საბოლოოდ გამარჯვებულის გამოსავლენად 7-მეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც "ნატახტარს" არაერთხელ შეეძლო წარმატების მოპოვება, თუმცა, საბოლოოდ, მისივე ფეხბურთელების უნიათობით და "ბანკირების" კიპერის თავდადებული თამაშით, მოდევნო ეტაპზე "პრივატ ბანკი" იასპარეზებს.

მორიგ 1/8-ფინალურ შეხვედრაში კიდევ ერთი სენსაცია იყო ახლოს. "ევროპაბეთი" ერთი შეხედვით უიმედო აუტსაიდერს, "ბორჯომს" დაუპირისპირდა და უაღრესად დიდ წინააღმდეგობასაც წააწყდა. "ბუკმეკერებმა" მეორე ნახევარში მოახერხეს ორი ბურთით დაწინაურება, თუმცა მათი მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს უპირატესობა გააბათილეს და მატჩის ბოლო წამებზე რეალური საგოლე შანსიც გაუშვეს ხელიდან. საბოლოოდ, დამატებით დროში "ბორჯომის" ფეხბურთელების დაღლილობამ იჩინა თავი, რისთვისაც მეტოქემ ორი უპასუხო გოლით "დასაჯა" და საბოლოდ 4-2 - "ევროპაბეთი" 1/4-ფინალშია.

მომდევნო ორი დაპირისპირება შედარებით "ხანმოკლე" გამოდგა. ვერცხლის ლიგის ფავორიტმა, "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" გუნდმა, ოქროსლიგელ "კოლეგას", "GM-ჭიათურას", 4-2 სძლია. რაც შეეხება კიდევ ერთ ოქრო-ვერცხლის გარჩევას, აქ უკვე "ერისთავმა" სტატუსი გაამართლა და 7-2 გაანადგურა "სნიკერსი".

7-მეტრიანების დანიშვნა გახდა საჭირო "ბი პი ჯორჯიასა" და "ბანკ რესპუბლიკის" გუნდებს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა. "საფეხბურთო ლატარიაში" კი უფრო "მენავთობეებს" გაუმართლათ და მომდევნო ეტაპის საგზურიც მათ დარჩათ.

1/4-ფინალში ითამაშებს "საქრუსენერგოც", რომელმაც "პროკრედიტ ბანკი" დაამარცხა - 3-2.

რაც შეეხება "საბანკო დერბის", "ვითიბი ბანკსა" და "საქართველოს ბანკს" შორის, აქ გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა - 1-5. ამ შეხვედრას საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი ახლდა თან - "საქართველოს ბანკის" ფეხბურთელმა გიორგი ჯგერენაიამ ერთ-ერთ ეპიზოდში საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მატჩის დიდი ხნით შეჩერება გახდა საჭირო. რაც შეეხება თავად ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იგი სასწრაფოთი იქნა გადაყვანილი და საჭირო მკურნალობის პროცედურაც ჩაუტარდა.

საპლეიოფო დღე კვლავ დამატებითმა დრომ და 7-მეტრიანების სერიამ დაასრულა. "კრედოსა" და "ტატიშვილის" დაპირისპირებაში, ძირითად დროში დაფიქსირებული ანგარიში - 2-2 არც 5-წუთიან ტაიმში შეცვლილა, 7-მეტრიანები კი უკეთ "მედიკოსებმა" შეასრულეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

25.01.2015. თასი. 1/8-ფინალი
ნატახტარი - პრივატ ბანკი 3-3, დ.დ. 4-4, პენ. 6-7
გოლები: სეფერთელაძე (2), ბაირამოვი (1), აფაქიძე (1) (დ.დ) - მაზანიშვილი (1), სომხიშვილი (2), ფირანიშვილი (1) (დ.დ)

ევროპაბეთი - ბორჯომი 2-2, დ.დ. 4-2
გოლები: კოპალიანი (1), ღვინიაშვილი (1), კოპალიანი (1) (დ.დ), ლუკავა (1) (დ.დ) - კვანტრიშვილი (1), ჩაჩიბაია (1)

GWP - GM ჭიათურა 4-2
გოლები: აფციაური (2), ხიდეშელი (2) - შუბითიძე (1), კირკიტაძე (1),

სნიკერსი - ერისთავი 2-7
გოლები: ბერიძე (1), ხარიტონიშვილი (1) - ჯინჭველაშვილი (3), კვანტალიანი (1), მდივანი (1), კუჭავა (1), ფირცხალავა (1)

BP GEORGIA - ბანკი რესპუბლიკა 1-1, დ.დ. 1-1. პენ. 8-7
გოლები: გაბლაია (1) - სეფერთელაძე (1)

პროკრედიტ ბანკი - საქრუსენერგო 2-3
გოლები: თურმანიძე (2) - ანდღულაძე (1), მაღლაკელიძე (1), ძაგნიძე (1)

ვითიბი ბანკი - საქართველოს ბანკი 1-5
გოლები: სულაძე (1) - ფარაჯანიშვილი (1), სერჟ აბლო (1), ჯოხაძე (2), ხუციშვილი (1)

ტატიშვილი - კრედო 2-2, დ.დ. 2-2 პენ. 3-0
გოლები: პირველი (2) - თოლორდავა (1), ცერცვაძე (1)

1/4-ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდებიან:

ევროპაბეთი - საქრუსენერგო
ერისთავი - GWP
პრივატ ბანკი - BP GEORGIA
საქართველოს ბანკი - ტატიშვილი

მატჩები მარტში გაიმართება. მომდევნო კვირიდან კი კალენდარული ტურის შეხვედრები განახლდება...

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".


სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული