SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგაში პირველი წრე დასრულდა

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა კალაძე
15 თებერვალს, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ კალენდარულ ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

პირველი წრის დასკვნითი ტურის დაპირისპირებები გამართეს სუპერლიგის გუნდებმა, ვერცხლის ლიგაში კი IX ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

სუპერლიგას კვლავ ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ერთადერთია მიმდინარე გათამაშებაში, რომელსაც წაგება არ აქვს. "ძალოვნები" ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ვარსკვლავურ" "პროგრეს ბანკს" დაუპირისპირდნენ და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. "ბანკირები" ვერც ალექსანდრე იაშვილის ჰეთ-თრიკმა და ვერც კახი კალაძის გოლმა იხსნა. საბოლოოდ 8-4 შსს-ს სასარგებლოდ.

საინტერესო და
დაძაბული გამოდგა მფკ "ნატახტარისა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება. მიუხედავად ორივე გუნდის მიერ შექმნილი საგოლე მომენტისა, მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. უდავოდ გამოსარჩევია ბათუმელთა ფეხბურთელის, ნიკა თურმანიძის გამათანაბრებელი გოლი, რომელიც დღის საუკეთესო გოლის წოდების უმთავრესი პრეტენდენტია.

დამაჯერებელი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც აუტსაიდერი DHL დაამარცხა - 5-1 და საპლეიოფო ოთხეულს მიუახლოვდა.

დაძაბული, დრამატული და დინამიკური გამოდგა ტურის ბოლო შეხვედრა, ს.კ. "ჯვაროსნებსა" და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს შორის. "ტრანსპორტელები" მატჩის განმავლობაში დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდნენ - ჯერ 2-0, შემდეგ 3-1, თუმცა მეტოქემ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და საბოლოოდ მატჩი მათი გამარჯვებით, 4-3 დასრულდა.

ამრიგად, პირველი წრის შემდეგ 22 ქულით შსს ერთპიროვნულად ლიდერობს. მას ხუთი ქულით ჩამორჩება ს.კ. პსპ, მესამე-მეოთხე ადგილებს კი, 14-14 ქულით, მფკ "ნატახტარი" და "პროგრეს ბანკი" იყოფენ. "საქართველოს უნივერსიტეტი" 10 ქულით მეხუთე საფეხურზე იმყოფება.

მეორე წრე ზუსტად ორ კვირაში განახლდება, რომლის დასრულების შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა ის ოთხი გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი-ოფში განაგრძობს.

15.02.2015. სუპერლიგა. IX ტური
მფკ ნატახტარი - დინამო (ბთ) 1-1
გოლები: მაჭავარიანი - ნ. თურმანიძე

პროგრეს ბანკი - შსს 4-8
გოლები: იაშვილი (3), კალაძე - ინჯგია (4), კაკაშვილი (2), კვიციანი, უშარაული

საქართველოს უნივერსიტეტი - DHL 5-1
გოლები: მელანიშვილი (2), დავითაშვილი, ლაზიშვილი, ჭოხონელიძე - დვალი

ს.კ. ჯვაროსნები - FC TTC 4-3
გოლები: დაჩანიძე, ჯინჭველაშვილი, ძაგანია (2) - დარსაველიძე, კობახიძე (2)

სუპერლიგის ბომბარდირები: ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი), რევაზ ინჯგია (შსს) - 14, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) - 11.

ტრადიციულად, უხვგოლიანი გამოდგა ვერცხლის ლიგის თამაშები. კვლავ წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობას ჩემპიონატის ლიდერი "საქართველოს ბანკი 2", რომელიც კიდევ ერთ ფავორიტს, "ბი პი ჯორჯიას" დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა.

სამი ქულა მოიპოვა "ბაქსვუდმა", რომელმაც "რუსთავი 2"-ს სძლია - 8-2.

19 გოლი გავიდა "პროკრედიტ ბანკისა" და "საქრუსენერგოს" დაპირისპირებაში. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ენერგეტიკოსების გამარჯვებით, 10-9 დასრულდა.

15.02. 2015. ვერცხლის ლიგა. IX ტური
კრედო - კოლიერსი 3-0 (ტექ.მ)

BP GEORGIA - საქართველოს ბანკი 2 1-3
გოლები: ხმალაძე - ჯოხაძე (3)

ბაქსვუდი - რუსთავი 2 8-2
გოლები: ასათიანი (3), უგრეხელიძე (2), ცუცქირიძე (2), ხარშილაძე - ამიროვი (2)

პროკრედიტ ბანკი - საქრუსენერგო 9-10
გოლები: თარხნიშვილი, სნიმშჩიკოვი (2), ჟღენტი (4), თოდუა (2) - მუჯირი (6), მიქაუტაძე, ანდღულაძე (3)

* * *
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხებათ მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული