104 გოლი და მეტი - არჩილ ბოკერია რეკორდს უმიზნებს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ფუტსალში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ "იბერია სტარის" ჰეგემონია დაემხობა. ცნობილია, რომ კლუბი მისმა მეპატრონე ვატო წერეთელმა დატოვა. "იბერიას" ნაცვლად, ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობა "თბილისმა" გააგრძელა.

მეპატრონის გარდა, წავიდა არაერთი მოთამაშეც. ამით კი ისარგებლა "თელასმა" და ლიდერობა იგდო ხელთ. 9 ტურის შემდეგ ავთო ასათიანის გუნდს 100-პროცენტიანი შედეგი აქვს, ბურთების საოცარი შეფარდებით - 173:32.

ბომბარდირთა შორისაც "თელასის" თავდამსხმელი ლიდერობს - საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი არჩილ ბოკერია, რომელსაც საკუთარი რეკორდის მოხსნა აქვს მიზნად დასახული. ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი. ბოკერიას 9 მატჩში
62 გოლი აქვს გატანილი.

"საუკეთესო შედეგი 2006 წელს ვაჩვენე, როცა 21 შეხვედრაში 104 გოლი გავიტანე. რეკორდის მოხსნა ძნელი იქნება, მაგრამ შეუძლებელიც არ ჩანს.

წლეულს კარგად დავიწყე. ერთ-ერთ შეხვედრაში, "ფარვანასთან", კარი 19-ჯერ ავიღე და იმედი გამიჩნდა, რომ დარჩენილ ტურებშიც შედეგიანი ვიქნები.

ჩემი კონკურენტი "იბერია სტარისა" და ნაკრების მოთამაშე გიორგი ტიკურიშვილი იყო, მაგრამ ბოლოს მასაც გავუსწარი. მერე კი გიორგი აზერბაიჯანის "ეკოლში" გადავიდა", - ამბობს 37 წლის ბოკერია და იქვე დასძენს, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს:

"სანამ ჯანი მაქვს და მწვრთნელი მენდობა, ვითამაშებ და სიამოვნებას მივიღებ. ასე რომ, ჯერ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ ვაპირებ. ჩემპიონობის შემთხვევაში ხომ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ, ამ ტურნირზე თამაში კი ძალიან მინდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
pirveli chempioni vin iko futzalshi,ramdenjel moipova baxdadis gundma chempionoba
ramazi
16:59 12-03-2015
0

სიახლეები პოპულარული