SBM LEAGUE 2014/15: პრინციპული შაბათ-კვირა

AutoSharing Option
28-29 მარტს ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალური დარბაზი, ტრადიციულად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

შაბათს ბრინჯაოს ლიგის მეხუთე ტურის ცხრა შეხვედრა გაიმართება. "ა" ჯგუფში რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება შედგება. ჯგუფის ლიდერი მფკ "ტატიშვილი" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდთან ეცდება ლიდერობის შენარჩუნებას.

საპლეიოფო ხუთეულში დასამკვიდრებლად იბრძოლებენ "ევროკრედიტის" და "ქლინინგ სერვის გრუპის" გუნდები. ეს უკანასკნელი 2 ქულით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ მეტოქეს.

რაც შეეხება ჯგუფის კიდევ ერთ ლიდერს, მფკ "პალერმო" "თიბისი ფეის" დაუპირისპირდება. დარჩენილი ორი შეხვედრიდან "თბილისის მერია" აუტსაიდერ ქვემო
ქართლის "კრედოსთან" ითამაშებს, ხოლო კვირას "ბიბლუსი" "ბი პი ჯორჯია 2"-ს შეხვდება.

Sportall.Ge

სატურნირო "სიმჭიდროვიდან" გამომდინარე, კიდევ უფრო დაძაბული შეხვედრებია მოსალოდნელი "ბ" ჯგუფში. მნიშვნელოვანი ქულებისთვის იბრძოლებენ "ჯო ენი" - "პალიტრა" და "მედიქლაბჯორჯია" - "ვივუსი". სამი ქულის მოპოვებას ეცდება "ბაქსვუდი 2", რომელიც აუტსაიდერს, "კარფურს" დაუპირისპირდება.

რაც შეეხებათ ჯგუფის ლიდერებს, კასპის "გენერალი"კიდევ ერთ უქულო გუნდთან, "მეგაკოსთან" ითამაშებს, "საქართველოს ფოსტა" კი ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში მცხეთის "გუჯართან" გაარკვევს ურთიერთობას. ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მცხეთელებისთვის, ვინაიდან მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა, ჩემპიონატის სტარტზე მოპოვებული ფავორიტის სტატუსით, ამ ტურის შემდეგ ხუთეულს მიღმა აღმოჩნდნენ. შაბათის სათამაშო დღე სწორედ ამ შეხვედრით დასრულდება

Sportall.Ge

28 - 29.03.2015. ბრინჯაოს ლიგა V ტური
ა ჯგუფი
28.03.2015
12:00 MFC PALERMO - TBC Pay
13:00 კრედო (ქვემო ქართლი) - მერია
14:00 CSG - ევროკრედიტი
17:00 მფკ ტატიშვილი - სდსს

29.03.2015
11:00 ბიბლუსი - BP 2

ბ ჯგუფი
28.03.2015
11:00 გენერალი (კასპი) - მეგაკო
15:00 ჯო ენი - პალიტრა მედია
16:00 მედიქლაბჯორჯია - VIVUS.GE
18:00 კარფური - ბაქსვუდი 2
19:00გუჯარი(მცხეთა) - საქართველოს ფოსტა

კვირა დღე სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდებს დაეთმობათ.

რაც უფრო ახლოვდება წრიული ეტაპის დასასრული, მით უფრო ოქროს ფასი ედება თითოეულ ქულას და გამონაკლისი არც სუპერლიგის მეთორმეტე ტურია, სადაც უაღრესად პრინციპული მატჩები უნდა გაიმართოს.

ცენტრალურ შეხვედრად უდავოდ ტრადიცული მეტოქეების, მფკ "ნატახტარისა" და ს.კ. პსპ-ს დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ. "ფარმაცევტები" ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ, თუმცა ამ შეხვედრაში საჭირო ქულების და ლიდერობის შენარჩუნების გარდა, მათ დამატებით მოტივაციას პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის (0-3) რევანშის აღების სურვილიც სძენს.

საინტერესო და პრინციპული დაპირისპირებაა მოსალოდნელი "საქართველოს უნივერსიტეტს" და ს.კ. "ჯვაროსნებს" შორის. ორივე მათგანი საპლეიოფო ზონას 8-8 ქულით ჩამორჩება და შესაბამისად, შანსის შესანარჩუნებლად ორივე გუნდს აუცილებელი სამი ქულა ესაჭიროება.

ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდიც, რომლის მეტოქეც წინა ტურში პირველად დამარცხებული შსს იქნება.

რაც შეეხება 18 ქულით მეოთხე ადგილზე მყოფ "პროგრეს ბანკს", "კალაძე და კომპანია" ლიგის უიმედო აუტსაიდერს, DHL-ს ეთამაშება. წინასწარი ინფორმაციით, "ბანკირებს" ლევან კობიაშვილიც შეუერთდება, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება და გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც.

Sportall.Ge

29.03.2015.სუპერლიგა. XII ტური
13:00 UG - ს.კ ჯვაროსნები
14:00 FC TTC - შსს
15:00 FC PSP - მფკ ნატახტარი
16:00 DHL GEORGIA - პროგრეს ბანკი

ვერცხლის ლიგის ბოლოსწინა, მეთორმეტე ტურის მხოლოდ ორი შეხვედრა გაიმართება კვირას და ორივე ზეპრინციპული.

თავდაპირველად სატურნირო ცხრილის პირველ-მეორეადგილოსნები, "საქართველოს ბანკი 2" და "სნიკერსი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს უკანასკნელი სამი ქულით ჩამორჩება მეტოქეს და ცხრილში პირველობის შანსის შესანარჩუნებლად, მინიმუმ, არწაგება მართებს, გამარჯვების შემთხვევაში კი უკეთესი ბურთების სხვაობით ვერცხლის ლიგას ახალი ლიდერი ეყოლება.

სათამაშო კვირას კი პლეი ოფში გამსვლელი ადგილებისთვის მებრძოლი გუნდების დუელი დაასრულებს. "ბანკი რესპუბლიკა" ამ ტურამდე 16 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება, მასზე ერთი ქულით ნაკლები აქვს და მეცხრე ადგილზეა "საქრუსენერგო". შესაბამისად, ამ მატჩის მნიშვნელობაზე სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობა ყველაზე უკეთ მეტყველებს.

Sportall.Ge

29.03.2015. ვერცხლის ლიგა. XII ტური
12:00 საქართველოს ბანკი 2 - სნიკერსი
17:00 საქრუსენერგო - ბანკი რესპუბლიკა

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ეკო". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული