23-24 მაისს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია ბრინჯაოს ლიგის 1/2 ფინალურ შეხვედრებს და ვერცხლის ლიგის განმეორებით 1/4 ფინალურ დაპირისპირებებს უმასპინძლებს. გარდა ამისა სუპერლიგის და გაერთიანებული ლიგის გუნდები წრიული ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრებს გამართავენ.
შაბათის სათამაშო დღე გაერთიანებული ლიგის IV ტურის შეხვედრებით დაიწყება. ექვსი გუნდი მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვის, შესაბამისად ამ ტურს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ერთადერთი გუნდი რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს, თრეველ კემპ ჯორჯიაა. 6 ქულით, ერთი თამაშით ნაკლებით და ბურთების
23.05.2015. გაერთიანებული ლიგა. IV ტური
11:00 კნაუფი - ჯიპიაი ჰოლდინგი
12:00 Travel camp Georgia - შანგრილა
13:00 გორგია - რუსთავის მერია
შაბათსვე გაიმართება სუპერლიგის XIII ტურის გადადებული შეხვედრა პროგრეს ბანკსა და პსპ-ს შორის. ორივე მათგანს პლეიოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს, თუმცა საბოლოო სატურნირო მდგომარეობისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ დროისთვის მესამე პოზიციაზე პროგრეს ბანკი იმყოფება, რომელსაც "ფარმაცევტები" ორი ქულით და ერთი თამაშით ჩამორჩებიან.
23.05.2015. სუპერლიგა. XIII ტური (გადადებული)
15:00 პროგრეს ბანკი - FC PSP
დღის მთავარი ინტრიგა კი ბრინჯაოს ლიგის ნახევარფინალებია. პირველები ერთმანეთს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და პალიტრა მედიას გუნდები დაუპირისპირდებიან, მატჩი 14:00 სთ-ზე დაიწყება. სათამაშო დღეს კი მეორე 1/2 ფინალური დაპირისპირება დაასრულებს, 16:00 სთ-ზე მცხეთის "გუჯარი" და მფკ ტატიშვილი იბრძოლებენ ფინალის საგზურისთვის.
23.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. 1/2 ფინალი
14:00 სდსს - პალიტრა
16:00 გუჯარი (მცხეთა) - მფკ ტატიშვილი
გაერთიანებული ლიგის მეორე ტურის გადადებული შეხვედრით დაიწყება კვირის სათამაშო დღე. 11:00 სთ-ზე თრეველ კემპ ჯორჯია ჯიპიაი ჰოლდინგს დაუპირისპირდება.
24.05.2015. გაერთიანებული ლიგა. II ტური (გადადებული)
11:00 Travel camp Georgia- ჯიპიაი ჰოლდინგი
უაღრესად საინტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრებში.
პირველ თამაშში დაფიქსირებული ნულოვანი ფრის შემდეგ, GWP -ს და ვითიბი-ს დუელი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ისვე როგორც საბანკო დერბი, საქართველოს ბანკსა და ბანკ რესპუბლიკას შორის, რომლის პირველი შეხვედრაც ასევე ფრედ, 2-2 დასრულდა.
ერთ ბურთიანი უპირატესობით ხვდება სნიკერსი ბი პი ჯორჯიასთან (2-1) დაპირისპირებას. ამ მხრივ ყველაზე კარგ სიტუაციაში კრედო იმყოფება, რომელმაც ტატიშვილი პირველ შეხვედრაში 3-1 დაამარცხა.
24.05.2015 . ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (II რაუნდი)
12:00 კრედო - ტატიშვილი (3-1)
14:00 GWP - ვითიბი 2 (0-0)
15:00 BP GEORGIA - სნიკერსი (1-2)
18:00 საქართველოს ბანკი 2- ბანკი რესპუბლიკა (2-2)
კვირასვე სუპერლიგის წრიული ეტაპის ბოლოს წინა ტურის შეხვედრები გაიმართება. დარჩენილი ორი ტურის მთავარი ინტრიგა, საუკეთესო ოთხეულში ადგილების გადანაწილებაა, რის მიხედვითაც უნდა დაწყვილდნენ გუნდები 1/2 ფინალში. ამ ტურის ცენტრალური შეხვედრა კი 16:00 სთ-ზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს შსს და მფკ ნატახტარი დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ძალოვნების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. რევანშის გარდა, ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისითაც აქვს მნიშვნელობა - შსს 32 ქულით ქულით ლიდერობს გათამაშებას და მას სამი ქულით სწორედ ნატახტარი ჩამორჩება.
24.05.2015. სუპერლიგა. XVII ტური
13:00 FC TTC – UG
16:00 შსს - მფკ ნატახტარი
17:00 დინამო (ბთ) - ს.კ ჯვაროსნები
19:00 DHL – FC PSP
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music"
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური