სავსე ტრიბუნების ფონზე მიმდინარე შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და ემოციური გამოდგა. ანგარიში "მედიკოსებმა" მე-12 წუთზე გახსნეს, თავი დავით წინწკალაძემ გამოიჩინა. "პალიტრის" ფეხბურთელებმა თანაფარდობა ტაიმის მიწურულს აღადგინეს, 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად გიგი კირვალიძემ შეასრულა - 1-1.
მეორე ნახევარი ერთი წუთის დაწყებული არ იყო, რომ ზურა შერმადინმა "ტატიშვილი" კვლავ წინ გაიყვანა და როგორც შემდეგ გაირკვა,
მინი-ფეხბურთის კლუბი "ტატიშვილი" თავისი დაარსების პირველსავე წელს ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონი გახდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გამარჯვების გოლის გამტანი ზურა შერმადინი დასახელდა. რაც შეეხება ბრინჯაოს ლიგის 2014/15 წწ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, ეს ტიტული ჩემპიონის რიგებში უდავოდ გამორჩეულ მოთამაშეს, გიორგი პირველს ხვდა წილად.
07.06.2015. ბრინჯაოს ლიგა. ფინალი
მფკ ტატიშვილი - პალიტრა მედია 2-1
გოლები: 12 წთ, წინწკალაძე (1-0), 18 წთ, კირვალიძე (1-1), 21 წთ, შერმადინი (2-1)
სეზონის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ, რომლებსაც ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორის, ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს პრიზები და ჩემპიონატის სპონსორის, დანიური ფეხსაცმლის ბრენდ "ეკკოს" 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები გადაეცათ.
ნომინანტები და ჩემპიონ-პრიზიორები ჩემპიონატის გენერალური პარტნიორის, "ვითიბი ბანკის" ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი დოლიძემ და მფკ მოსკოვის "სპარტაკის" და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ზოიძემ დააჯილდოვეს.
1. საუკეთესო მეკარე - დავით ჯვარშეიშვილი (ქლინინგ სერვის გრუპი)
2. საუკეთესო მცველი - ლაშა დონდოლაძე (საქართველოს ფოსტა)
3. უნივერსალი - დავით იობიძე (სდსს)
4. ბომბარდირი - ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) - 26 გოლი
5. საუკეთესო ასისტენტი - ლევან კახობერაშვილი (გუჯარი) -10 პასი
6. ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი - გიგი მამალაძე (VIVUS.GE)
7. საუკეთესო თავდამსხმელი - გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა)
8. ფინალის საუკეთესო მოთამაშე - ზურა შერმადინი (მფკ ტატიშვილი)
9. ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი პირველი (მფკ ტატიშვილი)
კვირასვე, ვერცხლის ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. საინტერესო და დაძაბული გამოდგა "კრედოსა" და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" დაპირისპირება, რომელიც ლოგიკური ანგარიშით, 2-2 დასრულდა და ფინალისტის ბედს განმეორებითი დუელი გადაწყვეტს.
მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა რეგულარული სეზონის გამარჯვებული "საქართველოს ბანკი", რომელმაც "სნიკერსთან" 0-3 დათმო და ფინალში გასასვლელად ურთულესი ამოცანის გადაჭრა მოუწევს.
განმეორებითი დაპირისპირებები 14 ივნისს გაიმართება.
07.06.2015. ვერცხლის ლიგა. 1/2-ფინალი (I რაუნდი)
კრედო - GWP 2-2
საქართველოს ბანკი - სნიკერსი 0-3
წრიული ეტაპის ბოლო, გადადებული შეხვედრა გაიმართა სუპერლიგაში. "შინაგან საქმეთა სამინისტროსა" და პსპ-ს გუნდების დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა.
წინასწარვე იყო ცნობილი, რომ წრიულ ეტაპს პირველ ადგილზე "ძალოვნები" დაასრულებდნენ. რაც შეეხება დანარჩენ სამეულს, მეორე ადგილზე მფკ "ნატახტარი" გავიდა, FC PSP მესამეა, ხოლო "ვარსკვლავებით" დაკომპლექტებულმა "პროგრეს ბანკმა" ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
07.06.2015. სუპერლიგა. XIV ტური (გადადებული)
შსს - FC PSP 1-1
13 ივნისს პირველი 1/2-ფინალური შეხვედრები გაიმართება:
შსს - პროგრეს ბანკი
მფკ ნატახტარი - FC PSP
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური