რუსეთში ქართული დროშა აფრიალდა - "თელასმა" "ინტერ რაოს" თასი ზედიზედ მესამედ აღმართა

AutoSharing Option
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა "თელასმა" "ინტერ რაოს" თასი ზედიზედ მესამედ აღმართა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა, კალინინგრადში დასრულებული ტურნირის ნახევარფინალში, ძლიერი მოსკოვური კლუბი "კვარც გრუპი" 3:1 დაამარცხეს. ფინალურ შეხვედრაში კი ყაზახურ ტგკ-ს შეხვდნენ. მატჩი დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო 3:3 დასრულდა. საქართველოს ჩემპიონმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა (4:2) და თასი ზედიზედ მესამედ ჩამოიტანა საქართველოში.

საუკეთესო მეკარის პრიზი "თელასის" წევრ ლევან გაბუნიას ერგო, რომელმაც ფინალში 2 პენალტი მოიგერია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი "თელასი" სექტემბრის ბოლოს უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სულ წარმატებები უფალი გწყალობდეთ
batula topuria da nana
16:42 27-07-2015
0
არც ტგკბარის ყაზახური და არც ლევანია გაბუნია
Mikheili
18:33 27-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული