09:55 23-10-2015
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი მოგებით გახსნა [VIDEO]
AutoSharing Option
ჩვენი ნაკრების პირველი მეტოქე გიბრალტარის ნაკრები იყო. ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე ანგარიშით 15:1 დაამარცხეს.
შეხვედრაში ქართველებმა ორი რეკორდი დაამყარეს. პირველი - ჩვენმა ნაკრებმა პირველად მოიგო ასეთი ანგარიშით და მეორე, თუმცა უკვე ანტირეკორდი - ქართველმა მოთამაშეებმა 4 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღეს.
გოლები გაიტანეს: 2-2 გოლი ჯვარაშვილის, ტიკურიშვილის, ლუკავას, თოდუას და ნიკვაშვილის ანგარიშზეა, თითო კი კობაიძემ, სიგუნავამ, კაკაბაძემ და მაისაიამ გაიტანეს. ერთი გოლი კი მეკარის, თორნიკე ბუკიას ანგარიშზეა.
მოლდოვა, კიშინიოვი, "ფუტსალ არენა"
საქართველო-გიბრალტარი 15:1
გოლები : 1:0 კობაიძე (03:56), 2:0 ჯვარაშვილი (04:54), 3:0 ტიკურიშვილი (06:02), 4:0 სიგუნავა (10:26), 5:0 ნიკვაშვილი (13:13), 5:1 ლოპესი (პენ 18:05), 6:1 ლუკავა (19:04), 7:1 ლუკავა (19:14), 8:1 ბუკია (21:28), 9:1 ჯვარაშვილი (22:44), 10:1 ტიკურიშვილი (24:10), 11:1 კაკაბაძე (28:28), 12:1 ნიკვაშვილი (33:41), 13:1 თოდუა (35:40), 14:1 თოდუა (36:36), 15:1 მაისაია (38:27)
გაფრთხილება: ნიკვაშვილი (13:20); ვინკი (15:52); ლუკავა (18:04); ჭანუყვაძე (19:36); ბუკია (25:36); რუისი (30:22 , 32:37)
გაძევება: ბობოხიძე (15:53); გლინი (15:53); რუისი (32:37)
საქართველო: ბუკია; ჭანუკვაძე; კაკაბაძე; კობაიძე; ბობოხიძე (კ)
სათადარიგოები: ჯამბურია; ნიკვაშვილი; თოფურია; თოდუა; სიგუნავა; ლუკავა; ტიკურიშვილი; მაისაია; ჯვარაშვილი
მთ. მწვრთნელი: ლევან გრიგოლია
გიბრალტარი: ვინკი; გლინი (კ); ფიგუერასი; რუისი; ლოპესი
სათადარიგოები: მოქსჰემი; ჩიპოლი; ანესი; მიჩაელი; ელ ანდალუსი; რობა; უოლკერი; პეჩინო; რობა
მთ. მწვრთნელი: პეტერ მორენო
მსაჯები: ნიკოლა იელიჩი (ხორვატია); ვიქტორ ბერგ-აუდიცი (საფრანგეთი); მაქსიმ ძეიკალა (სათადარიგო) (ბელორუსი)
საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ანდორა იქნება. შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები A ჯგუფში მასპინძელ მოლდოვასთან, ანდორასა და გიბრალტართან ერთად გამოდის.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ანდორამ მასპინძელ მოლდოვასთან ანგარიშით 0:7 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მცწვრთნელი მოაშორეთ სასწრაფოდ დაღუპავს ნაკრებს
0
0
ვულოცავ ბიჭებს, ნორმალური ფორმა ჩააცვით რა იქნება!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული