SBM LEAGUE 2015/16: მეორე ტურის შეხვედრებს ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ

AutoSharing Option
15 ნოემბერს, ახალი სპორტის სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის კორპორატიული ლიგების მეორე ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

სათამაშო დღეს ვერცხლის ლიგის გუნდები გახსნიან. პირველები პარკეტზე სასტარტო შეხვედრაში დამარცხებული გუნდები გავლენ. "საბანკო დერბიში" "ვითიბისთან" ხელმოცარული "ბანკი რესპუბლიკა" "ავერსს" დაუპირისპირდება.

პირველი ქულებისთვის იბრძოლებენ "თეთრი ქუდის" და "ბი პი ჯორჯიას" გუნდებიც. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და თბილისი მერიის გუნდები მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად და სატურნირო ცხრილში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა უნდა გამოდგეს "ვითიბი ბანკსა" და "ბაქსვუდს" შორის.

თუ "ბანკირებმა" ჩემპიონატი
სამი ქულით დაიწყეს, "ბაქსვუდის" მოგების გრაფაში პირველი ტურის შემდეგ ნულები ფიქსირდება. ვერცხლის ლიგის მეორე ტურს სტარტზე წარმატებული გუნდების დაპირისპირება დაასრულებს, "საქრუსენერგო" "ალიანს ჯორჯიასთან" გაარკვევს ურთიერთობას.

15.11.2015. ვერცხლის ლიგა. II ტური
11:00 ბანკი რესპუბლიკა - ავერსი
12:00 თეთრი ქუდი - BP GEORGIA
13:00 ტატიშვილი - თბილისის მერია
14:00 ვითიბი ბანკი - ბაქსვუდი
15:00 საქრუსენერგო - ალიანს ჯორჯია.

სათამაშო დღის მთავარი გარჩევები კი 16:00 სთ-დან აიღებს სტარტს. ოქროს ლიგის მეორე ტური ცენტრალური შეხვედრით დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "ნატახტარი" და "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი" დაუპირისპირდებიან. ჩემპიონმა ახალი სეზონი თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, GWP კი "საქართველოს ბანკთან" ფრეს დასჯერდა.

სტარტზე განცდილი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძოლებენ "ევროპაბეთისა" და "ვესტ ინვესტის" გუნდები.

საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი "საქართველოს ბანკსა" და "საპატრულო პოლიციას" შორის. თუკი "ბანკირებმა" პირველ ტურში ქულა იკმარეს, ჩემპიონატში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა "ძალოვნებმა" განმეორებითი დებიუტი სამი ქულით აღნიშნეს.

ტურს "კრედოსა" და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდების დაპირისპირება დაასრულებს. კალენდრის მიხედვით, მეორე ტურს "საქართველოს ფოსტა" გამოტოვებს.

15.11.2015. ოქროს ლიგა. II ტური
16:00 ნატახტარი - GWP
17:00 ევროპაბეთი - ვესტ ინვესტი
18:00 საქართველოს ბანკი - პატრული
19:00 კრედო - TTC.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ტურნირია, ფუტზალში მუქთახორები გარეკეთ შპანაა იქ
dalni
23:08 14-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული