ერთი დაპირისპირება გაიმართება ვერცხლის ლიგაშიც, რომელიც გახსნის კიდეც სათამაშო დღეს. "საქრუსენერგოსა" და "თეთრი ქუდის" გუნდები მეხუთე ტურის დაპირისპირებას, 27 დეკემბრის ნაცვლად, სწორედ 20 დეკემბერს გამართავენ.
20.12.2015. ვერცხლის ლიგა. V ტური
11:00 საქრუსენერგო - თეთრი ქუდი
სუპერლიგა A-ს მეხუთე ტური შსს-სა და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირებით დაიწყება. გუნდები განსხვავებულ სატურნირო მდგომარეობაში ხვდებიან წლის ბოლო თამაშს -
ტური კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული დაპირისპირებებით გაგრძელდება. 16:00 სთ-ზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი ბოლო მატჩებში ფორმაში შესულ ვეტერანებს დაუპირისპირდება.
17:00 სთ-ზე უაღრესად პრინციპული შეხვედრა გაიმართება, მოქმედი ჩემპიონი და ჯერჯერობით წაუგებელი სკ პსპ სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერს, სკ "ჯვაროსნები-ევექსს" ეთამაშება.
18:00 სთ-ზე გამართავს თავის შეხვედრას მიმდინარე გათამაშების კიდევ ერთი "უძლეველი" გუნდი, მფკ "ტატიშვილი", რომელსაც მეტოქედ მცხეთის "გრანდ გრუპ ჯორჯია" ეყოლება.
ტურს ტრადიციული მეტოქეების, სკ ტტც-ს და მფკ "ნატახტარის" დაპირისპირება დაასრულებს, რომელიც 19:00 სთ-ზე დაიწყება.
20.12.2015. სუპერლიგა A. V ტური
13:00 შსს - დინამო (ბთ)
16:00 სდსს - ვეტერანები
17:00 FC PSP - სკ ევექსი-ჯვაროსნები
18:00 გრანდ გრუპი (მცხ) - მფკ ტატიშვილი
19:00 FC TTC - მფკ ნატახტარი
არანაკლებ საინტერესო შეხვედრები გაიმართება სუპერლიგა B-ში.
გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს დაუპირისპირდება.
მნიშვნელოვანი ქულებისთვის იბრძოლებენ ზესტაფონის "ფერო" და აჭარის სომეხთა კავშირის გუნდი "ახპიური".
საკმაოდ საინტერესო და დაძაბული უნდა გამოდგეს საქართველოს უნივერსიტეტის და "ევროკრედიტის" გუნდების დაპირისპირებაც.
სათამაშო დღეს სატურნრო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერის, vivus.ge-სა და unicredit.ge-ს დაპირისპირება დაასრულებს.
რაც შეეხება ამ ტურის კიდევ ერთ შეხვედრას, "პალერმოსა" და კასპის "გენერალს" შორის, იგი 27 დეკემბერს გაიმართება.
20.12.2015. სუპერლიგა B. V ტური
12:00 GM ჭიათურა - CFCP
14:00 სკ ფერო - ახპიური (ბთ)
15:00 ევროკრედიტი - საქართველოს უნივერსიტეტი
20:00 UNICREDIT.GE - VIVUS.GE
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".
მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "JAKO FM", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური