ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნებში 1 კანდიდატი დარჩა

AutoSharing Option
ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 15 თებერვალს "არენა 1"-ში გაიმართება, გუშინდელ დღემდე ორი კანდიდატურა ჰყავდა - ოთარ ხიზანეიშვილი და ირაკლი ხარჯევანიძე.

გუშინ, 12 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც არჩევნებამდე 3 დღით ადრე ირაკლი ხარჯევანიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

"გამოვთქვამ ღრმა პატივისცემას თქვენდამი და გაცნობებთ, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამრიგად, დელეგატებს 15 თებერვალს ასარჩევად მხოლოდ 1 კანდიდატურაღა შემორჩათ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
მეგობარო არ ხარ გეტყობა ქართულ ფუტსალში ჩახედული, თორემ მაგას არ იტყოდი. ფაქტიურად ლევან გრიგოლიამ ტალახისთვის გაიმეტა ხიზანეი და ამას მომავალში ყველა მიხვდება.
gujas:
02:56 15-02-2016
0
წარმატებები ხიზანეი ამ კაცს ვერავინ ვერ შეითრევს და ვერავინ ვერაფრით დავალდებულებს.
guja
22:11 14-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული