ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნებში 1 კანდიდატი დარჩა

AutoSharing Option
ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 15 თებერვალს "არენა 1"-ში გაიმართება, გუშინდელ დღემდე ორი კანდიდატურა ჰყავდა - ოთარ ხიზანეიშვილი და ირაკლი ხარჯევანიძე.

გუშინ, 12 თებერვალს, საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც არჩევნებამდე 3 დღით ადრე ირაკლი ხარჯევანიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

"გამოვთქვამ ღრმა პატივისცემას თქვენდამი და გაცნობებთ, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამრიგად, დელეგატებს 15 თებერვალს ასარჩევად მხოლოდ 1 კანდიდატურაღა შემორჩათ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
წარმატებები ოთო მე მჯერა შენი.
iashi
22:39 13-02-2016
0
ვერ დარეგისტრირდება ხიზანეიშვილი პრეზიდენტად! მიმდინარეობს სასამართლო პროცესი რომელიც 24 აპრილს დასრულდება! და სხვათაშორის ეს ის ხალხია რომლებმაც სამ საერთაშორისო მატჩზე ეროვნული ჰიმნი არ შეასრულეს! მიუხედავად გაფრთხილებისა! დამთავრდება ამათი ბოგინი !პირობას გაძლევთ ფუტსალის ჭეშმარიტო გულშემატკივარნო!!!
soso futsal
22:42 13-02-2016
0

სიახლეები პოპულარული