SBM LEAGUE 2015/16: კორპორატიულ ლიგებში პლეი ოფები საინტერესოდ დაიწყო

AutoSharing Option
16 და 17 აპრილს ახალი სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეებს უმასპინძლა.

უქმეების მთავარი ინტრიგა კორპორატიული ლიგის პლეიოფის პირველი რაუნდის შეხვედრები იყო.

განსაკუთრებულად დაძაბულად წარიმართა 1/4 ფინალური დაპირისპირებები ვერცხლის ლიგაში, სადაც ოთხივე შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად 7 მეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.

ოთხიდან სამ შეხვედრაში გოლების მინიმალური რაოდენობა გავიდა. ფრე 1-1 ითამაშეს ალიანს საქართველოსა და საქრუსენერგოს გუნდებმა, სადაც საფეხბურთო ლატარეაში ალიანსის ფეხბურთელებს გაუმართლათ და სერიაშიც სწორედ ისინი დაწინაურდნენ.

ანალოგიური ანგარიშით 1-1 და საბოლოოდ სენსაციური
შედეგით დასრულდა ლიგის ფავორიტის, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და ბანკი რესპუბლიკას გუნდების პირველი 1/4 ფინალური დაპირისპირება.

7 მეტრიანების სერია უკეთ "ბანკირებმა" შეასრულეს და ნახევარფინალისკენ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგეს. კიდევ უფრო დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა ვითიბი ბანკისა და ბაქსვუდის დაპირისპირება.

ძირითადი დროის 1-1 დასრულების შემდეგ, 7 მეტრიანების წყალობით სერიაში დაწინაურება ვითიბის ფეხბურთელებმა მოახერხეს. განსხვავებული, თუმცა საყაიმო ანგარიშით დასრულდა თეთრი ქუდის და თბილისის მერიის გუნდების შეხვედრა - 2-2. 7 მეტრიანი საჯარიმო დარტყმების შედეგად, პლეიოფში დაწინაურება "სოკოებმა" მოახერხეს.

16.04.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (I)
ალიანს საქართველო - საქრუსენერგო 1-1 პენ. 2-0
ტატიშვილი - ბანკი რესპუბლიკა 1-1 პენ. 3-4

17.04.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (I)
ვითიბი ბანკი - ბაქსვუდი 1-1 პენ. 2-1
თეთრი ქუდი - თბილისის მერია 2-2 პენ. 3-2

შეგახსენებთ, რომ პლეიოფში გამარჯვებული ორი მოგების შედეგად უნდა გამოვლინდეს.
ოქროს ლიგაში მხოლოდ ერთი 1/4 ფინალური დაპირისპირება გაიმართა. "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა" და საქართველოს ბანკის შეხვედრა "ჯივიპის" გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.

17.04.2016.ოქროს ლიგა. 1/4 ფინალი (I)
GWP - საქართველოს ბანკი 1-0

კვირას გაირკვა კორპორატიული და სუპერლიგის თასის ბოლო ნახევარფინალისტების ვინაობაც.
სუპერლიგის თასის 1/4 ფინალურ შეხვედრაში პსპ-მ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდს სძლია 2-0 და 1/2 ფინალში მფკ ტატიშვილს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში კი შსს და ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა ითამაშებენ.

17.04.2016. სუპერლიგის თასი. 1/4 ფინალი
FC PSP – FC TTC 2-0

კორპორატილი ლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა საპატრულო პოლიციის გუნდმა, რომელმაც ვესტ ინვესტი დაამარცხა 4-1. ნახევარფინალში "ძალოვნების" მეტოქე, გათამაშების ფავორიტი ნატახტარი იქნება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი ვითიბი ბანკი და საქართველოს ფოსტა იბრძოლებენ.

17.04.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/4 ფინალი

ვესტ ინვესტი - პატრული 1-4

ორ დღეზე გადანაწილდა ბრინჯაოს ლიგის მესამე ტურის შეხვედრები. შაბათს თიბისი ბანკმა ბი პი ჯორჯიას სძლია დიდი ანგარიშით 5-1. კვირას კიდევ სამი დაპირისპირება გაიმართა. შემოსავლების სამსახურმა ეროვნული ბანკის გუნდს მოუგო 2-0. ტურის ყველაზე დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება ლიბერთი ბანკისა და ავერსის გუნდებს შორის გაიმართა, სადაც გამარჯვება "ფარმაცევტებს" ხვდათ წილად -2-1. ევროპაბეთმა კი იოლად მოახერხა აჭარა ჯგუფის დამარცხება 3-0.

16.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. III ტური
თიბისი ბანკი - BP GEORGIA 5-1

17.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. III ტური
ეროვნული ბანკი - შემოსავლების სამსახური 0-2
ავერსი - ლიბერთი ბანკი 2-1
ევროპაბეთი - აჭარა ჯგუფი 3-0

ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა სუპერლიგა C-ში ტელეკომპანია იმედის გუნდმა. მეხუთე ტურში მათი მეტოქე გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი ჯვაროსნები იყვნენ. დაძაბული შეხვედრა იმედის გამარჯვებით 2-1 დასრულდა. სისი ლოუნმა კი თავდაცვის სამინისტროს მოუგო 8-4.

16.04.2016. სუპერლიგა C. V ტური
სკ ჯვაროსნები - ტვ იმედი 1-2
თავდაცვის სამინისტრო - CC LOAN 4-8


17.04.2016.სუპერლიგა C. IV ტური
თავდაცვის სამინისტრო - ჯი პი აი ჰოლდინგი 5-0

შაბათს გაიმართა ბავშვთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის "მართვე" და საქართველოს უნივერსიტეტის 2003/04 წ.წ. გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი "უნივერსიტეტის" სასარგებლოდ 3-1 დასრულდა.

16.04.2016. ბავშვთა ლიგა. II ტური
მართვე (ქუთ) - UG 1-3

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" .

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული