SBM LEAGUE 2015/16: სუპერლიგის პლეი ოფები საინტერესოდ დაიწყო

AutoSharing Option
24 აპრილს ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა, სადაც ყველაზე საინტერესო სუპერლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები იყო და მოლოდინისამებრ, გუშინდელმა დაპირისპირებებმა სრულად გაამართლა გულშემატკივრის მოლოდინი.

სუპერლიგა A-ს პლეი ოფი "ნატახტარისა" და "ვეტერანების" დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც "ნატახტარის" გამარჯვებით, 5-4 დასრულდა და სერიაშიც სწორედ ისინი დაწინაურდნენ.

მინიმალური სხვაობით შეძლო გამარჯვების მოპოვება მოქმედმა ჩემპიონმა პსპ-მ, რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს სძლია - 2-1.

ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა მფკ "ტატიშვილმა" და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი დაამარცხა უშანსოდ - 5-1.

მოულოდნელად დიდი ანგარიშით იმარჯვა "შინაგან საქმეთა სამინისტრომ", რომელმაც "ევექსი-ჯვაროსნებს" აჯობა - 6-1.

24.04.2016. სუპერლიგა A. 1/4-ფინალი (I)
სკ პსპ - სდსს 2-1
მფკ ტატიშვილი - FC TTC 5-1
მფკ ნატახტარი - ვეტერანები 5-4
სკ ევექსი ჯვაროსნები - შსს 1-6

არანაკლებ დაძაბულად წარიმართა პლეი ოფის შეხვედრები სუპერლიგა B-ს გათამაშებაში. სენსაციურად დასრულდა რეგულარული სეზონის გამარჯვებულის, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და "უნიკრედიტის" გუნდების დაპირისპირება.

ძირითად დროში დაფიქსირებული საყაიმო ანგარიშის შემდეგ - 2-2, 7-მეტრიანების სერია უკეთ "უნიკრედიტის" ფეხბურთელებმა შეასრულეს და სერიაშიც ისინი დაწინაურდნენ. დამარცხდა კიდევ ერთი ფავორიტი, "ვივუსი", რომელმაც კასპის "გენერალთან" დათმო საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში - 2-3.

დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურამ" და "ევროკრედიტმა". ამ უკანასკნელმა "საქართველოს უნივერსიტეტს" აჯობა - 3-0, ხოლო ჭიათურელებმა იმერულ დერბიში ზესტაფონის "ფეროს" სძლიეს - 5-1.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფები ორ მოგებამდე გრძელდება.

24.04.2016. სუპერლიგა B. 1/4-ფინალი (I)
CFCP - UNICREDIT.GE 2-2 პენ. 1-3
სკ ფერო (ზეს) - GM ჭიათურა 1-5
VIVUS.GE - მფკ გენერალი (კასპი) 2-3
UG - ევროკრედიტი 0-3

კვირას გაიმართა ასევე ბრინჯაოს ლიგის მეოთხე ტურის ორი შეხვედრაც. "თიბისი ბანკმა" "ეროვნული ბანკი" გაანადგურა - 8-1, ხოლო "ევროპაბეთმა" შემოსავლების სამსახურის გუნდის დამარცხება შეძლო მინიმალური სხვაობით, 1-0.

24.04.2016. ბრინჯაოს ლიგა. IV ტური
თიბისი ბანკი - ეროვნული ბანკი 8-1
შემოსავლების სამსახური - ევროპაბეთი 0-1

გუშინვე გაიმართა ასევე ოქროს ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ერთი დაპირისპირებაც. საპატრულო პოლიციის გუნდმა "კრედოს" მოუგო - 6-2.

24.04.2016. ოქროს ლიგა. 1/4-ფინალი (I)
პატრული - კრედო 6-2

დღეს გაიმართება ოქროს ლიგის დარჩენილი ორი 1/4-ფინალური შეხვედრაც. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი "საქართველოს ფოსტას" დაუპირისპირდება, ხოლო რეგულარული სეზონის გამარჯვებული "ნატახტარი" "ვესტ ინვესტთან" ითამაშებს.

25.04.2016. ოქროს ლიგა. 1/4-ფინალი (I)
21:00 TTC - საქ. ფოსტა
22:00 ნატახტარი - ვესტ ინვესტი

24.04.2016. ბავშვთა ლიგა. II ტური
ბაქსვუდი - 51 სკოლა 3-8

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" .

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული