SBM LEAGUE 2015/16: თითქმის ყველა 1/2-ფინალისტი ცნობილია!

AutoSharing Option
13 და 15 მაისს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს უმასპინძლა, რომელიც ტრადიციულად, დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

პარასკევს გაირკვა კორპორატიული ლიგის თასის გათამაშების ფინალისტთა ვინაობა. "საქართველოს ფოსტამ" უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში "ვითიბი ბანკი" დაამარცხა მინიმალური სხვაობით, 1-0 და ფინალში "ნატახტარს" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, 7-მეტრიანების სერიაში საპატრულო პოლიციის გუნდს სძლია. ძირითადი დრო ფრედ, 1-1 დასრულდა.

13.05.2016. კორპორატიული ლიგის თასი. 1/2-ფინალი
ვითიბი ბანკი - საქართველოს ფოსტა 0-1
ნატახტარი - პატრული 1-1 პენ. 3-2


13 მაისს გაიმართა ბრინჯაოს ლიგის მეხუთე ტურის
ერთი შეხვედრაც. "ბი პი ჯორჯიამ" "ეროვნული ბანკის" გუნდს სძლია - 4-2.

13.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური
ეროვნული ბანკი - ბიპი ჯორჯია 2-4

კვირის სათამაშო დღე კი საპლეიოფო შეხვედრებს დაეთმო.

ვერცხლის ლიგაში ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გარკვეულია. ასპარეზობას გამოეთიშა რეგულარული სეზონის გამარჯვებული "ალიანს საქართველო", რომელმაც "საქრუსენერგოსთან" მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში 7-მეტრიანების სერიაში დათმო. ნახევარფინალს მიღმა დარჩა კიდევ ერთი ფავორიტი, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი, რომელმაც ასევე საფეხბურთო ლატარიაში "ბანკ რესპუბლიკას" ვერ აჯობა.

მომდევნო ეტაპზე ითამაშებს თბილისის მერიის გუნდიც, რომელმაც მესამე შეხვედრაში "თეთრი ქუდი" 5-2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ვერცხლის ლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო ოთხეულიდან 1/2-ფინალში მხოლოდ "ვითიბი" ითამაშებს.

15.05.2016. ვერცხლის ლიგა. 1/4-ფინალი (III)
ალიანს საქართველო - საქრუსენერგო 2-2 პენ. 4-5(2-2 პენ. 6-7), (1-1 პენ. 2-0)
ტატიშვილი - ბანკი რესპუბლიკა 0-0 პენ. 2-3 (3-2), (1-1 პენ. 3-4)
თეთრი ქუდი - თბილისის მერია 2-5 (1-6), (2-2 პენ. 3-2)


ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: "საქრუსენერგო" "მერიას" ეთამაშება, ხოლო "ბანკი რესპუბლიკა" "ვითიბი ბანკთან" იბრძოლებს ფინალის საგზურისთვის.

რაც შეეხება სუპერლიგას, აქ მხოლოდ ორი ნახევარფინალისტის ვინაობაა უცნობი და ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი მესამე შეხვედრის გამართვა სუპერლიგა "ბ"-ს გუნდებს მოუწევთ.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდმა მეორე დაპირისპირებაში 6-3 დაამარცხა "უნიკრედიტი" და სერიაში ანგარიში გაათანაბრა, ისევე, როგორც "ვივუსმა", რომელმაც კასპის "გენერალს" სძლია - 5-2.

ნახევარფინალის საგზურები გაინაღდეს "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურამ", რომელმაც ზესტაფონის "ფეროს"მოუგო - 4-2 და "ევროკრედიტმა" - მათ საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს 4-0.

15.05.2016. სუპერლიგა B. 1/4-ფინალი (II)
CFCP - UNICREDIT.GE 6-3 (2-2 pen. 1-3)
ფერო (ზეს) - GM ჭიათურა 2-4 (1-5)
VIVUS.GE - გენერალი (კასპი) 5-2 (2-3)
UG - ევროკრედიტი 0-4 (0-3)

სუპერლიგა "ა"-ში კი საუკეთესო ოთხეულის გამოსავლენად მესამე შეხვედრის დანიშვნა არ გახდა საჭირო.

"ნატახტარმა" მეორე შეხვედრაშიც სძლია "ვეტერანებს", ამჯერად უფრო დამაჯერებლად - 7-2 და "ვარსკვლავები" ასპარეზობის მიღმა დატოვა. დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს მფკ "ტატიშვილმა" და სკ პსპ-მ. "მედიკოსებმა" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს მეორედაც სძლიეს - 6-2, ხოლო "ფარმაცევტებმა" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი არ დაინდეს და 6-1 დაამარცხეს.

ყველაზე დაძაბული და საინტერესო "ევექსი"-"ჯვაროსნების" და შსს-ს მეორე შეხვედრა გამოდგა. ძირითადი დროის 3-3 დასრულების შემდეგ, 7-მეტრიანების სერიაში "ძალოვნებმა" იმარჯვეს და მეორე მოგებით მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

15.05.2016. სუპერლიგა A. 1/4-ფინალი (II)
მფკ ნატახტარი - ვეტერანები 7-2 (5-4)
ევექსი-ჯვაროსნები - შსს 3-3 პენ. 4-5 (1-6)
მფკ ტატიშვილი - FC TTC 6-2 (5-1)
FC PSP - სდსს 6-1 (2-1)

ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდებიან:
ნატახტარი-ტატიშვილი
პსპ-შსს.

კვირას სუპერლიგა C-ს და ბრინჯაოს ლიგის მეხუთე ტურის თითო შეხვედრაც გაიმართა: "სამტრედიამ" გამანადგურებელი ანგარიშით, 15-2 დაამარცხა "ჯი პი აი ჰოლდინგი", ხოლო შემოსავლების სამსახურის გუნდმა საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 3-2 აჯობა "ავერსს".

15.05.2016. სუპერლიგა C. V ტური
სამტრედია - ჯიპიაი ჰოლდინგი 15-2

15.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური
ავერსი - შემოსავლების სამსახური 2-3

რაც შეეხება დღეს გასამართ დაპირისპირებებს, ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს ოქროს ლიგაში. "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" და "საქართველოს ფოსტა" მესამე გადამწყვეტ შეხვედრას გამართავენ.

ბრინჯაოს ლიგაში კი მეხუთე ტურის და ზოგადად, გათამაშების ცენტრალური დაპირისპირება შედგება - "ევროპაბეთი" "თიბისი ბანკის" წინააღმდეგ.

16.05.2016. ოქროს ლიგა.1/4-ფინალი (III)
21:00 TTC - საქართველოს ფოსტა
16.05.2016. ბრინჯაოს ლიგა. V ტური
22:00 ევროპაბეთი - თიბისი ბანკი


ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ჩემპიონატის ოფიციალური ლუდი - ესპანური ლუდი "ესტრელია".

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda", "წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული