მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, "სტუდენტებმა" განმეორებით შეხვედრაშიც სძლიეს "თბილისს" - 7-4 და გამარჯვებათა ასპროცენტიანი შედეგით ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს. კვლავ შეუჩერებელი იყო მათი შემტევი გია ნიკვაშვილი, რომელმაც თავი ხუთი გატანილი გოლით გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაშიც ერთპიროვნულად დაწინაურდა. თსუ-მ კი ორი მატჩის ჯამში 15-7
გაცილებით მეტი ინტრიგა და მოლოდინი ახლდა "თელასის" და "აფხაზეთის" განმეორებით ნახევარფინალურ დაპირისპირებას. პირველ შეხვედრაში ჩემპიონს მინიმალური სხვაობით ჰყავდა მეტოქე დამარცხებული (4-3), თუმცა, პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, "ენერგეტიკოსებმა" ამჯერად უფრო იოლად - 5-2 სძლიეს "შავიზღვისპირელებს".
ყოველივეს მთავარი მიზეზი კი "აფხაზეთის" ფეხბურთელების გამოუცდელობა, დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომები და თავად "თელასის" მოთამაშეების სათამაშო კლასი გახლდათ, რამაც ობიექტური შედეგი მოიტანა - ორი მატჩის ჯამში 9-5 "თელასის" სასარგებლოდ და ჩემპიონი ტიტულის დასაცავად იბრძოლებს.
ფინალური შეხვედრა 10 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. ამავე დღეს შედგება მატჩი მესამე ადგილისათვის, რომელშიც ერთმანეთს "თბილისი" და "აფხაზეთი" დაუპირისპირდებიან.
ბომბარდირები: გიორგი ნიკვაშვილი (თსუ) - 23, მელტონ ახალაია (აფხ) - 21, აბი აჰი ალფონსე (სპარტ), ლაშა სიგუნავა (თსუ) - 17
30.05.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. 1/2-ფინალი (II)
თსუ - თბილისი 7-4 (8-3)
გოლები: 7:06’ ნიკვაშვილი (1-0), 7:26’ ნიკვაშვილი (2-0), 8:30’ ნიკვაშვილი (3-0), 9:31’ სიგუნავა (4-0), 16:29’ ნიკვაშვილი (5-0), 21:12’ მაისურაძე (5-1), 27:17; სიგუნავა (6-1), 31:03’ რეხვიაშვილი (6-2), 32:58’ ნიკვაშვილი (7-2), 34:01’ რეხვიაშვილი (7-3), 36:33’ რეხვიაშვილი (7-4)
სტუ-თელასი - აფხაზეთი 5-2 (4-3)
გოლები: 3:24’ დევდარიანი (1-0), 5:20’ ახალაია (1-1), 6:35’ ასათიანი (2-1), 8:52’ კურბანოვი (3-1), 26:21’ წვერავა (4-1), 29:10’ კურბანოვი (5-1), 30:49’ ქეშელაშვილი (5-2)
გაფრთხილება: 7:06’ დევდარიანი (თელ), 15:49’ გოგოლაძე (აფხ)
საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLER და ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", "წყალი მარგებელი", SPORT City, Apple City.
მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები: sportall.ge, mysports.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური