"კოლორს" ტიტული "ელვა სერვისმა" ჩამოართვა - "პალიტრა მედია ჰოლდინგის" ჩემპიონატი დასრულდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პალიტრა მედია ჰოლდინგის" რიგით მეოთხე საზაფხულო სეზონის ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში 1-ელ ივლისს, ანშლაგით დასრულდა.

ფინალურ შეხვედრაში, რომელიც მოლოდინზე მეტად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, "ელვა სერვისმა" "კოლორი" პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ფინალამდე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს "ელვა.გე" და "კოლორი" დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ტურნირის ორგზის ჩემპიონ "კოლორს" დარჩა - 4:3.

ტრადიციულმა ტურნირმა, რომელსაც პროფესიონალი მსაჯი ემსახურებოდა, სტარტი 4 ივნისს აიღო და მასში ჰოლდინგის სხვადასხვა სტრუქტურაში დაკომპლექტებულმა 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ტურნირის დასრულების შემდეგ I, II და III ადგილებზე
გასულ გუნდებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.

სამახსოვრო პრიზები მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებმაც.

საუკეთესო მეკარე: გოგი ტაბატაძე - სპეციალურ პრიზთან ერთად გადაეცა ფიტნესდარბაზის ვაუჩერი.

საუკეთესო ფეხბურთელი: ლაშა შარვაშიძე - სპეციალურ პრიზთან ერთად გადაეცა ფიტნესდარბაზის ვაუჩერი.

საუკეთესო ბომბარდირი: ვალერი ინაშვილი - სპეციალურ პრიზთან ერთად გადაეცა ფიტნესდარბაზის ვაუჩერი.

სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ გულშემატკივრები, რომლებიც მიმდინარე ჩემპიონატის ყველა მატჩს დაესწრნენ. მათ საჩუქრად "ევროპარკის" ოთხ-ოთხი აბონემენტი გადაეცათ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

ნანა ჩხაიძე
სპეციალურად sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული