თსუ უეფას ფუტსალის თასზე აზერბაიჯანულ გუნდთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, უეფას ფუტსალის თასის პირველ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი აზერბაიჯანულ "არაზთან" 1:7 განადგურდა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი საქართველოს ჩემპიონი უეფას ფუტსალის თასის მე-2 ძირითად ჯგუფში გამოდის, საიდანაც შემდეგ ეტაპზე - ელიტრაუნდში ორი გამარჯვებული გადის.

"არაზთან" შეხვედრაში, ქართველთაგან ერთადერთი გოლი გიორგი სოზიაშვილმა გაიტანა, ხოლო 30-ე წუთზე უნივერსიტეტის გუნდში ლევან კობაიძე გააძევეს. აზერბაიჯანელთა რიგებში თავი ძირითადად ბრაზილიელმა ლეგიონერებმა გამოიჩინეს.

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მასპინძელ "ზელეზარეკს" ხვდება, რომელიც პირველ ტურში კოსოვოურ "ფენიქსთან" 0:5 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წააგებდნენ რა გასაკვირია.. არაზი გადატენილია ბრაზილიელებით, რომლებსაც 4 და 5 ათასი დოლარი აქვთ ხელფასები. თსუ კიდევ უეფას 32 გუნდში ერთადერთი იყო, რომელსაც ხელფასი არ ჰქონდა..
ეს არის რეალობა. ფინეთში ჯგუფიდან რომ გავიდნენ ეგეც ალოგიკური იყო.
წარმატებები ამ უყურადღებოდ მიტოვებულ ბიჭებს!
გიო
17:17 16-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული