ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი საქართველოს ჩემპიონი უეფას ფუტსალის თასის მე-2 ძირითად ჯგუფში გამოდის, საიდანაც შემდეგ ეტაპზე - ელიტრაუნდში ორი გამარჯვებული გადის.
"არაზთან" შეხვედრაში, ქართველთაგან ერთადერთი გოლი გიორგი სოზიაშვილმა გაიტანა, ხოლო 30-ე წუთზე უნივერსიტეტის გუნდში ლევან კობაიძე გააძევეს. აზერბაიჯანელთა რიგებში თავი ძირითადად ბრაზილიელმა ლეგიონერებმა გამოიჩინეს.
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მასპინძელ "ზელეზარეკს" ხვდება, რომელიც პირველ ტურში კოსოვოურ "ფენიქსთან" 0:5 დამარცხდა.
ეს არის რეალობა. ფინეთში ჯგუფიდან რომ გავიდნენ ეგეც ალოგიკური იყო.
წარმატებები ამ უყურადღებოდ მიტოვებულ ბიჭებს!