ჟელეზარეცი-თსუ 0:10 - ქართველებმა ქვა ქვაზე არ დატოვეს...

AutoSharing Option
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში თსუ-მ ისეთი ამბები დაატრიალა, თავად ფეხბურთელებიც გაოცებულები დარჩებოდნენ...

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი თსუ საქართველოს ჩემპიონი გახდა და უეფას ფუტსალის თასის ძირითად რაუნდში გააღწია. სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონი პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის "არაზთან" 1:7 დამარცხდა. ქართველებიდან ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გიორგი სოზაშვილმა გაიტანა. ამ გოლით მან სხვაობა მინიმუმამდე (1:2) შეამცირა და მატჩის გადარჩენის იმედი გაჩნდა, მაგრამ 30-ე წუთზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლევან კობაიძე არბიტრმა მოედნიდან გააძევა და ბოლო 10 წუთში საქართველოს ჩემპიონმა 5 ბურთი გაუშვა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოსოვოს "ფენიქსმა"
მასპინძელი მაკედონიის "ჟელეზარეცი" 5:0 დაამარცხა.

მეორე ტურში თსუ ჯგუფური ეტაპის მასპინძელს, მაკედონიის "ჟელეზარეცს" შეხვდა და, რომ იტყვიან, ქვა ქვაზე არ დატოვა: მასპინძელთა განადგურება არჩილ სეფისკვერაძემ დაიწყო, რომელმაც მე-10 წუთზე დუბლი შეასრულა და ორბურთიანი უპირატესობით დაგვაწინაურა.

მალე ნიკა კურტანიძემ მაკედონიელთა კარი მესამედ აიღო და შესვენებაზე 3:0 დავწინაურდით. მანვე მეორე ნახევრის პირველივე წუთზე ანგარიში 4:0 გახადა.

ამის შემდეგ დუბლი შეასრულა შოთა თოფურიამ, თითო გოლი გაიტანეს დავით ბობოხიძემ და ლაშა სიგუნავამ, სებისკვერაძემ კი ჰეთ-თრიკი მიითვალა, ხოლო ქართველების შეტევებისგან თავბრუდახვეულმა მაკედონიელმა კირცე კრსტევსკიმ საკუთარ კარში შეაგდო და მატჩი ასათიანის გუნდის გამარჯვებით, 10:0 დასრულდა.

ასეთი ანგარიშით ქართულ გუნდს ევროსარბიელზე ჯერ არ მოუგია.

უეფას ფუტსალის თასი. საკვალიფიკაციო. II ჯგუფი
ჟელეზარეცი-თსუ 0:10
გოლები: 0:1 სებისკვერაძე (6), 0:2 სებისკვერაძე (10), 0:3 კურტანიძე (13), 0:4 კურტანიძე (21), 0:5 თოფურია (21), 0:6 ბობოხიძე (25), 0:7 სიგუნავა (28), 0:8 კრსტევსკი (35-საკ. კარში), 0:9 სებისკვერაძე (36), 0:10 თოფურია (37)
თსუ: ჯამბურია - კურტანიძე, ჭანუყვაძე, მაისაია, ბობოხიძე (კ) - გაბუჩია (მეკარე), კაკაბაძე, ლუკავა, თოფურია, სიგუნავა, სოზაშვილი, სებისკვერაძე, მურცხვალაძე.
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ჩვენების მატჩამდე "არაზმა" "ფენიქსი" 1:0 დაამარცხა, ლიდერობა შეინარჩუნა და თუ სასწაული არ მოხდა, ფაქტობრივად, უეფას თასის ელიტრაუნდში გასულია. ამავე სტადიაზე ითამაშებს ჯგუფში მე-2 ადგილზე გასული გუნდიც და იმედია, ეს ჩვენი ჩემპიონი იქნება.

ქართველები გადამწყვეტ შეხვედრას პარასკევს, 14 ოქტომბერს, კოსოვოს გუნდთან გამართავენ. თუმცა, ჩვენებს მეტოქესთან შედარებით უპირატესობა აქვთ - მიზნის მისაღწევად ფრეც აძლევთ ხელს.

ა თ მ ფ წ ბ ქ
1. არაზი 2 2 0 0 8-1 6
2. თსუ 2 1 0 1 11-7 3
3. ფენიქსი 2 1 0 1 5-1 3
4. ჟელეზარეცი 2 0 0 2 0-15 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სვეტიცხოვლობას დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები გაიმარჯვებენ და ელიტრაუნდის საგზურით დაბრუნდებიან შინ!
ბადრი
13:02 13-10-2016
0
ჯოობია ასე მოვიგოთ ვიდრე ბრაზილიელებით გატენილი იბერია გავიდა 4თა ტურნირში რომელშიც მხოლოდ ერთი ალთუნაშვილი თამაშობდა) ისინი წავიდნენ და რა დაგვრჩა?!
svani
13:59 13-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული