პირველები პარკეტზე სუპერლიგა B-ს გუნდები გავიდნენ. "უნიკრედიტის" და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. პირველ ტურში ნათამაშები ფრის შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "ვივუსმა", რომელმაც "ეროვნული თავდაცვის აკადემია" 7-2 დაამარცხა. მოულოდნელად, დიდი სხვაობით დასრულდა "ევროკრედიტისა" და ზესტაფონის "ფეროს" დაპირისპირება. მიუხედავად იმერელთა არაერთი მცდელობისა, გოლების გატანა მეტოქეს გაცილებით უკეთ გამოსდიოდა და საბოლოოდ 5-1 "ევროკრედიტის" სასარგებლოდ.
დიდი ანგარიშით იმარჯვა
06.11.2016. სუპერლიგა B. II ტური
Unicredit.ge – FC UG 1-3
ეთა - Vivus.ge 2-7
სკ ევროკრედიტი - სკ ფერო 5-1
Funday Ent - კსუ/CIU 7-1
სკ ჯვაროსნები 2 - სკ თელავი 1-2
სუპერლიგა A-ში კალაძე-იაშვილის ბენეფისი გრძელდება. მეორე ტურში სფფ დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდს დაუპირისპირდა და ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიან მატჩში 10-5 აჯობა. ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ანგარიშზე, ხოლო ალექსანდრე იაშვილმა თავი სამი გოლით და ხუთი ზუსტი პასით გამოიჩინა. ორი ტურის შემდეგ ამ ტანდემის საერთო მონაგარი შთამბეჭდავად გამოიყურება: გუნდის მიერ გატანილი 15 გოლიდან 8(!) შედეგიანი დარტყმა და 3 პასი კალაძის აქტივში მოდის, "იაშკას" წვლილი კი ამ ყოველივეში 9 (!) შედეგიანი გადაცემით და სამი გატანილი გოლით "შემოიფარგლება".
მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა პსპ-მ, რომელმაც "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა" დაამარცხა 5-1. ზედიზედ მეორე თამაშია "ფარმაცევტები" ხუთ გოლზე ნაკლებს "არ კადრულობენ".
საკმაოდ საინტერესო გამოდგა კლუბ "ჯვაროსნებისა" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდის დაპირისპირება, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელს ხვდა წილად - 1:3. ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა "ნატახტარსა" და ტელეკომპანია "იმედს" შორის გაიმართა, რომელშიც გამარჯვება, მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გატანილი გოლით, "ნატახტარმა" მოიპოვა - 3-2.
06.11.2016. სუპერლიგა A. II. ტური
GM-ჭიათურა - FC PSP 1-5
სკ ჯვაროსნები - სდსს 1-3
მფკ ნატახტარი - ტვ იმედი 3-2
სფფ - CFCP10-5
ლიგის მომდევნო სათამაშო დღე 13 ნოემბერს გაიმართება. ახალი სპორტის სასახლე კორპორატიული ლიგის მეორე ტურის დაპირისპირებებს უმასპინძლებს.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".
მედიაპარტნიორები: sportall.ge, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge