10:20 07-12-2016
საქართველოს ფუტსალის ნაკრები სლოვაკეთს დაუზავდა [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრის პირველი ნახევარი, გარდამავალი უპირატესობის მიუხედავად, გატანილი გოლების გარეშე, ფრედ, 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ანგარიში ჩვენმა გუნდმა გახსნა, საქართველოს ნაკრების წევრმა რონინიომ ეფექტური დარტყმით 30-ე წუთზე გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და 36-ე წუთზე მარტინ დოშას გოლით ანგარიში გათანაბრდა, ფრე - 1:1.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვაკეთის ფუტსალის ნაკრებები მეორე ამხანაგურ შეხვედრას 7 დეკემბერს, 19:00 საათზე, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავენ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
საქართველო-სლოვაკეთი 1:1
გოლები: 1:0 რონინიო (30), 1:1 მარტინ დოშა (36)
საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, ტიკურიშვილი
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
სლოვაკეთი: ბრნდიარი, რიკი, კოზარი (კ), ბრუნოვსკი, დრაჰოვსკი
მთ. მწვრთნელი: მარიან ბერკი
სათადარიგო
საქართველო: ჯამბურია, ლუკავა, კურტანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე (კ), სებისკვერაძე, სოზაშვილი, ზედელაშვილი
სლოვაკეთი: ჰერკო, რაფაი, სმეჟიჩკა, ბელანიკი, ჰუდეკი, პაშტერნაკი, მარუშინეცი, დოშა
მსაჯები: შოთა ქუხილავა, ბაკურ ნინუა, ზვიად ბლიაძე, გრიგოლ ბლიაძე (თაიმკიპერი)
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
სპორტის ეს სახეობა უნდა განვითარდეს საქართველოში. იმ 250 მილიონიდან წელიწადში მილიონი ფუტსალში რომ ჩადონ კარგი იქნება. სახელმწიფო დახმარების პროგრამა ფუტსალსაც უნდა შეეხოს, როგორც ეს კალათბურთში, რაგბში და ფეხბურთშია.
დღეს წარმატებები ძმებო!
თსუ-ს კიდევ მადლობა ეს ბიჭები რომ შემოუნახა ნაკრებს!