SBM League 2016-17: სუპერლიგა 2016 წელს V ტურის შეხვედრებით დაასრულებს

AutoSharing Option
18 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება. 2016 წელს ბოლოჯერ ითამაშებენ სუპერლიგის გუნდები.

მეხუთე ტური სუპერლიგა B-ს გუნდების დაპირისპირებით დაიწყება. პირველები პარკეტზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და "უნიკრედიტის" გუნდები გავლენ. სატურნირო ცხრილში ერთქულიანი უპირატესობა "უნიკრედიტს" აქვს. შესაბამისად, ქულები ორივე მათგანს ესაჭიროება პოზიციების გასამყარებლად.

მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები, "ვივუსი" და "ჯვაროსნები 2" დაუპირისპირდებიან. წარმატების შემთხვევაში, ორივე მათგანს აქვს შანსი, წელი ექვსეულში დაასრულოს.

გათამაშების ლიდერი Funday Entertainment-ის საფეხბურთო გუნდი თავის მორიგ შეხვედრას
"ევროკრედიტის" წინააღმდეგ გამართავს. ეს უკანასკნელი "ლიდერთა ტრიოს" სამი ქულით ჩამორჩება და შესაბამისად, ამ მატჩში წარმატებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. თავის მხრივ, Funday შეეცდება, ახალ წელს ცხრილის სათავეში მყოფი შეხვდეს. მატჩი 13:00 სთ-ზე დაიწყება.

წარუმატებელი მატჩების შემდეგ სამი ქულისთვის იბრძოლებს "თელავი", რომლის მეტოქეც გათამაშების აუტსაიდერი ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდი იქნება. "კურსანტებს" ოთხი ტურის შემდეგ ჯერ ქულაც არ აქვთ და პირველი წარმატების მისაღწევად განსაკუთრებული მოტივაცია არ სჭირდებათ.

ტური ცენტრალური შეხვედრით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს ზედა სამეულში მყოფი საქართველოს უნივერსიტეტისა და ზესტაფონის "ფეროს" გუნდები დაუპირისპირდებიან. "სტუდენტებს" და იმერლებს, Funday-სთან ერთად, 9-9 ქულა აქვთ და გამომდინარე გასამართი შეხვედრებიდან, არაა გამორიცხული, რომელიმე მათგანმა ერთპიროვნულ ლიდერობასაც გამოჰკრას ხელი.

18.12.2016. სუპერლიგა B. V ტური
11:00 კსუ/CIU – UNICREDIT.GE
12:00 FC VIVUS.GE - სკ ჯვაროსნები 2
13:00 FUNDAY ENT - სკ ევროკრედიტი
15:00 სკ თელავი - ეთა
16:00 სკ ფერო (ზესტ) – FC UG

მეხუთე ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგა A-ს გუნდებიც.

სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი სკ პსპ ჯერჯერობით უქულოდ მყოფ სკ "ჯვაროსნებს" დაუპირისპირდება.

არცთუ სახარბიელო სტარტის შემდეგ საჭირო ქულების მოსაპოვებლად იბრძოლებს მფკ "ნატახტარი", რომლის მეტოქეც კიდევ ერთი უიმედო აუტსაიდერი, "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდი იქნება.

18:00 სთ-ზე დაიწყება ტურის ცენტრალური შეხვედრა. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი სფფ მეორე ადგილზე მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის მთავარი ინტრიგა - შეძლებენ თუ არა "ძალოვნები" კალაძე-იაშვილის დუეტის განეიტრალებას, რაც დიდწილად მისცემთ მათ შანსს, ორქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრან და ცხრილის სათავეში მოექცნენ.

სათამაშო დღე ტელეკომპანია "იმედისა" და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდების დაპირისპირებით დასრულდება.

18.12.2016. სუპერლიგა A. V ტური
14:00 FC PSP - სკ ჯვაროსნები
17:00 მფკ ნატახტარი - GM ჭიათურა
18:00 სდსს - სფფ
19:00 ტვ იმედი - CCFCP

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", სასტუმრო BELLA COSTA
მედიაპარტნიორები: sportall.ge, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული