"მასიმო კარერა როცა მოვიდა კლუბში, რამდენიმე ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იყო საჭირო. მაგალითად, ჯანო ანანიძესთან. ძალიან კარგია, რომ მისი საკითხი დადებითად გადაწყდა - ჯანო ყოჩაღი და არაორდინარული ფეხბურთელია. ტრავმები როცა არ აწუხებს, ბრწყინვალეა.
სეზონის დაწყების წინ, ბოლოსწინა შეკრებაზე ჯანოსთან სერიოზული საუბარი შედგა - მან ყველაფერი სწორად გაიგო. თქვა, რომ მიუხედავად ტკივილებისა, მზად იყო შრომისთვის. ალენიჩევმა უთხრა: "შენზე იმედებს ვამყარებთ, ითამაშებ". და ჯანომაც