მერებაშვილს, რომელიც "ვისლაში" 2016 წლის ივლისში გადაბარგდა, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ივნისში ეწურება. 16 ჩატარებულ შეხვედრაში 30 წლის შემტევის ანგარიშზე 4 გოლია.
"ლეხია" 20 ტურის შემდეგ 39 ქულით პოლონეთის ექსტრაკლასაში მეორე ადგილზეა.
კარიერის განმავლობაში მერებაშვილს თბილისის "დინამოში", "ვოივოდინაში", "ოფიში", "ვერიასა" და "ლევადიაკოში" უთამაშია.