ეს არის ჩემი შანსი - "ესბიერგმა" ოთარ კაკაბაძე წარადგინა

AutoSharing Option
დანიურმა "ესბიერგმა" ოფიციალურად წარადგინა საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე.

21 წლის ფეხბურთელი გუნდს ესპანური "ხიმნასტიკიდან" შეუერთდა. ოთარი 6-თვიანი იჯარით ითამაშებს დანიურ კლუბში, რომელიც იქაურ 14-გუნდიან სუპერლიგაში მე-12 ადგილზეა და ამის შემდეგ ისევ "ხიმნასტიკს" დაუბრუნდება.

- ოთარ კაკაბაძე: პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება

წარდგენის ცერემონიალის დასრულების შემდეგ კაკაბაძემ პირველი შთაბეჭდილებები გაუზიარა კლუბის ოფიციალურ საიტს:

"დანიაში ბევრი მეგობარი მყავს და, შესაბამისად, "ესბიერგის" თაობაზეც ბევრი რამ ვიცი. მიმაჩნია, რომ საჭირო ნაბიჯი გადავდგი, როცა ამ გუნდში გადმოვედი სათამაშოდ.

ჩემი საფეხბურთო
კარიერა დაიწყო თბილისის "დინამოში", რის შემდეგაც ესპანურ "ხიმნასტიკში" გადავედი. მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკა ნაკლები მქონდა, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია "ესბიერგის" წინადადებაზე. ეს არის ჩემი შანსი და იმის დამტკიცების საშუალება, რომ თამაშს ვიმსახურებ.

ველოდები შეხვედრას ჩემს ახალ პარტნიორებთან და სამწვრთნელო შტაბთან", - თქვა კაკაბაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი ჭანტურია მოიქცა სწორად ბარსა რომ დატოვა და მეორე კაკაბაძე მოიქცა სწორად. ამ ტალანტს ტვინიც რომ მოყოლოდა კარგი იქნებოდა
დათო
10:43 12-01-2017
0
სადაც საჭირო და მოთხოვნადი ხარ იქ უნდა წახვიდე! აბა კლუბის კარებთან საცოდავად ატუზული და მორალურად გაფუჭებული სანამდე უნდა იყოს?! მაგარი ახალგაზრდაა, ძლიერი ფეხბურთელი, კაიგვარიშვილი და დიდ სიმააღლეებს მიაღწევს! წარმატებები ოთარ! გაგვახარე!
არჩილ ხოფერია
12:45 12-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული