საბა კვირკველია: სკამზე ჯდომას ადრინდელივით აღარ ვაპირებ!

AutoSharing Option
რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" მცირე ინტერვიუ ჩამოართვა ყაზანის "რუბინის" მცველ საბა კვირკველიას.

- ბევრი ჭორი წავიკითხეთ თქვენს მომავალზე, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ხომ ვერ გვეტყოდით?
- ახლა რთულია რამის თქმა. თქვენ თავად გაიგებდით "ლოკომოტივის", "როსტოვისა" და კიევის "დინამოს" ინტერესებზე. ხმები კი თავისით არ ჩნდება.

- "რუბინის" თავკაცს თუ ელაპარაკეთ?
- დიახ, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი საუბარი, როგორც სხვა ფეხბურთელებთან.

- როგორ ფიქრობთ, "რუბინის" შემადგენლობაში მოხვედრის რეალური შანსი გაქვთ მეორე ნაწილში?
- (პაუზის მერე) შანსი ყოველთვის არის. აქ თამაში რომ არ მდომებოდა, არც გადმოვიდოდი. რა
თქმა უნდა, თამაში მინდა და ამის იმედიც მაქვს. კონტრაქტი მაქვს და ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, მაგრამ სკამზე ჯდომა, როგორც ადრე, აღარ შემიძლია.

- როგორ რეაგირებენ თქვენს უთამაშებლობაზე ეროვნულ ნაკრებში?
- ეს, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა. ნაკრებში სამი-ოთხჯერ ჩავედი უთამაშებელი, თუმცა ყოველთვის მაყენებდნენ სასტარტოში. მადლობა მწვრთნელს, რომ მენდობა. ბეილის წინააღმდეგაც ვითამაშე, კარგი მატჩები იყო. მწვრთნელი სულ მირეკავს და მთხოვს, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე. თითოეული ფეხბურთელის კარიერაში არის ასეთი უსიამოვნო მომენტები.

ვნახოთ, რა იქნება მომავალში. თუ ვინმეს ჩემი მიწვევა სურს, მაშ ეს გააკეთონ, როგორც შესაფერისია. თუ "რუბინს" ჩემი გაშვება არ სურს, მაშ, გააკეთოს ისე, რომ დავრჩე. ყოველი ფეხბურთელისთვის უთამაშებლობა კოშმარია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაურკვევლობაშია ეტყობა,არ გაახარებენ რუსები.წამოიყვანონ დინამოში დროებით მაინც
vaxvax
23:26 13-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული