ესპანეთში კლუბმა 27 ფეხბურთელი წაიყვანა და მათ შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საბა კვირკველიაც. აღსანიშნავია, რომ ყაზანელებს შეკრებაზე ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი გიორგი მახათაძეც გაჰყვა.
კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, შეკრება 26 იანვრამდე გასტანს და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი საკონტროლო მატჩია დაგეგმილი.